ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი? – გიორგი კამკამიძე

კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი გიორგი კამკამიძე თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. მისი ვარაუდით, საქმე გვაქვს საკვების ბაქტერიულ დაბინძურებასთან და შესაძლო გამომწვევი არატიფოიდური სალმონელაა, თუმცა ზუსტი პასუხი ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი? – გიორგი კამკამიძე
რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი? – გიორგი კამკამიძეალია

კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, გიორგი კამკამიძე:

ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში – სავარაუდო გამომწვევი

დღეისთვის არსებულ მონაცემებს თუ შევაჯამებთ: ცხელება, ღებინება და დიარეა, რომელიც ერთიდაიგივე დღეს გამოვლინდა რამდენიმე ბაგა-ბაღის ბავშვებში; სავარაუდო წყაროდ დასახელებულია როგორც რძის, ასევე ხორცის პროდუქტები.

გამოვთქვამ ვარაუდს, რომ საქმე გვაქვს საკვების ბაქტერიულ დაბინძურებასთან და არა ქიმიურ დაბინძურებასთან ან საკვების ე.წ. „გაფუჭებასთან“. ყველაზე მეტად „ეჭვმიტანილ“ ბაქტერიად კი არატიფოიდური სალმონელა მესახება ამ ეპიდაფეთქების მახასიათებლების გათვალისწინებით. მას შეუძლია რამდენიმე საკვების სახეობით გავრცელება, როდესაც ინფექციის წყარო საერთო სამზარეულო ან მიმწოდებელია; ხოლო მისი ტიპური ინკუბაციური პერიოდი და სიმპტომები შეესაბამება დღეისათვის დაფიქსირებულ სურათს.

სანამ ლაბორატორიული კვლევის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეს ჩემი სამუშო ჰიპოთეზაა, თუმცა არ გამიკვირდება, თუ მომდევნო დღეებში ბაქტერიოლოგიური ან/და მოლეკულური კვლევები დაადასტურებენ Salmonella-ს, როგორც გამომწვევს.

კვლევები საჭიროა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სხვა პათოგენები: Staphylococcus aureus-ის ტოქსინი, ნოროვირუსი, შიგა-ტოქსინის მწარმოებელი ნაწლავის ჩხირი (E. Coli), რომელთაც ასევე ახასიათებს მსგავსი კლინიკური სურათის გამოწვევა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ჩემი ვარაუდი, როგორც ექიმები ვამბობთ, „სამუშო დიაგნოზია“. რასაკვირველია, საბოლოო პასუხს ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვცემს.

თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი იარაღი მსგავს ინფექციასთან ბრძოლისა არის ორგანიზმის საკმარისი სითხით უზრუნველყოფა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.