როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" — აქციების ფასები და საბაზრო კაპიტალიზაცია გასული კვირის განმავლობაში შეიცვალა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ — "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:
Bank of Georgia Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 0.22%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 137 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.74 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 38.80%-ით გაიზარდა.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.48%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 51.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.85 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 22.42%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 11.18%-ით გაიზარდა და 50.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 38.67%-ით გაიზარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.