ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით უკრაინაში ჩავიდა და მონაწილეობას მიიღებს „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ შეხვედრაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირის უზრუნველყოფას. ღონისძიებას ასევე ესწრება რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუსორ დანი, ხოლო ვიზიტს გეგმავენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა
ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდაალია

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვუჩიჩის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ შეხვედრაში.

„ეს არის მნიშვნელოვან პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კავშირის უზრუნველყოფას. ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავაგრძელო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სერბეთისთვის“, – აღნიშნა მან.

ვუჩიჩის მტკიცებით, სერბეთს ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით.

„გვჯერა, რომ სატრანსპორტო კავშირების სფეროში, კერძოდ რუმინეთთან და უნგრეთთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან, ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი – რკინიგზის ხაზებიდან და გზატკეცილებიდან დაწყებული უფრო ღია საზღვრებითა და სოფლის მეურნეობაში და ყველა სხვა სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობით დამთავრებული“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ღონისძიებას, რომელიც ივანო-ფრანკოვსკის ოლქში გაიმართება, რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუსორ დანიც დაესწრება.

ინიციატივის მიზანია ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და უკრაინის – იმ ქვეყნების, რომელთა ტერიტორიაზეც კარპატების მთათა სისტემა ვრცელდება – წარმომადგენლების, ასევე რეგიონულ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლის მქონე სხვა მონაწილეების შეკრება. მაღალი დონის შეხვედრის მიზანია კარპატების რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის კოორდინირებული ძალისხმევა, ინვესტიციების მიმზიდველობის გაზრდა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია და კარპატების რეგიონში ერთიანობის გაძლიერება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ჩასვლას ასევე გეგმავენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.