დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. ფრიდრიხ მერცმა ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ სანქციების კანონპროექტის მიღებაც მიულოცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობითავრცელებენ.
პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
„კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები განიხილეს“, – განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.
მისივე თქმით, ფრიდრიხ მერცმა ასევე მიულოცა დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება.
ციტატები სტატიიდან
„კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები განიხილეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.