სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ლაგოდეხში, სოფელ კაბალში მდებარე ინდივიდუალური მეწარმის ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს. ობიექტი ვადაგასული პრეპარატებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა.
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღმოჩნდა ვადაგასული პრეპარატები, ამავდროულად, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერსების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებელს ჩართულობისკენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15 01.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.