ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Visa იმსახურებს ჩემპიონს - „საქართველოს ბანკის“ კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკის“ კამპანიას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც მიზნად ისახავს პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას, Visa შემოუერთდა. კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო ქართველ პარალიმპიელებთან - ირმა ხეცურიანთან და გიგა ოჩხიკიძესთან. კამპანიის მიზანია ბიზნესსექტორის მოწვევა, რათა ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში.

Visa იმსახურებს ჩემპიონს - „საქართველოს ბანკის“ კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა
Visa იმსახურებს ჩემპიონს - „საქართველოს ბანკის“ კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდაინტერპრესნიუსი

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პარტნიორი — ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Visa შემოუერთდა. კამპანიის ფარგლებში, Visa-მ ქართველ პარალიმპიელებთან - ირმა ხეცურიანთან და გიგა ოჩხიკიძესთან თანამშრომლობა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ის ერთობლივი პროექტი ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში: „ყველა გამარჯვება პატარა, გაბედული ნაბიჯების შედეგია. Visa ამაყობს, რომ პარალიმპიელების გვერდით დგას წარმატების გზაზე, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.“

ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.

ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 15 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.