დაცული ტერიტორიების სააგენტომ კორეის დელეგაციას უმასპინძლა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ კორეის დელეგაციას და ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე თანამშრომლობასა და ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრეს. კორეულმა მხარემ ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა ქართულ მხარეს, რაც ტერიტორიის მართვასა და კლიმატის ცვლილების შეფასებას შეუწყობს ხელს.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ კორეის დელეგაციას უმასპინძლა. ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი თანამშრომლობასა და ახალ ერთობლივ ინიციატივებს შეეხებოდა.
გარდა ამისა, სტუმრებმა ქართულ მხარეს თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცეს. ობიექტებიდან მიღებულმა მონაცემებმა დაცული ტერიტორიის მართვასა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებას ხელი უნდა შეუწყოს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.