ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 17 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 2026 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგმა ცოცხალ ძალაში დაახლოებით 1 513 490 ადამიანი შეადგინა. სტატიაში ასევე წარმოდგენილია ტექნიკის განადგურების სტატისტიკა და აღნიშნულია, რომ რუსეთს უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია, ხოლო მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემების გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 17 სექტემბერი
ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 17 სექტემბერიბათუმელები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 513 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]

ტანკი – 12 346 ერთეული [+1]

ჯავშანტექნიკა – 25 345 ერთეული [+6]

საარტილერიო სისტემა – 49 863 ერთეული [+43]

MLRS – 2 139 ერთეული [+7]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 645 ერთეული [+3]

თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 520 508 ერთეული [+1 439]

სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 644 ერთეული [+14]

გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]

წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 150 018 ერთეული [+461]

სპეცტექნიკა – 4 697 ერთეული [+5]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

670 თვითმფრინავი

283 ვერტმფრენი

117 299 უპილოტო საფრენი აპარატი

651 საზენიტო სარაკეტო სისტემა

27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

ანკორიჯის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაში ლავროვი ევროკავშირს ადანაშაულებს

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.