არქივი17 ოქტომბერი, 2024, 23:59
MGZAVREBI: კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია

მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია.
საქართველოს მომავალი ევროპაშია


ცნობისათვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე დაიგეგმა "მგზავრების" კონცერტი ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც მერიამ კონცერტზე დასასწრებად მოსახლეობა მიიწვია.
20 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე თბილისში იმართება მარში – "საქართველო ირჩევს ევროკავშირს". მარშის მონაწილეები ხუთი ადგილიდან დაიწყებენ მსვლელობას და თავისუფლების მოედანზე შეერთდებიან.
"და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!" - წერენ მარშის ორგანიზატორები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.