LVMH-მა წმინდა მოგება რეკორდულად გაზარდა – ბერნარ არნო კვლავ მასკზე მდიდარია

ფუფუნების საქონლის მსოფლიოში წამყვანმა მწარმოებელმა LVMH-მა (Moët Hennessy Louis Vuitton) განაცხადა, რომ 2023 წელს წმინდა მოგება 8%-ით, რეკორდულ 15,2 მილიარდ ევრომდე გაზარდა. ამის შესახებ კონგლომერატის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.
LVMH-მ შარშან 86,2 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, რაც 13%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
2023 წელს LVMH-ს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 7%-ით დაეცა და 6,6 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო კონცერნის შემოსავალი მოდის ტანსაცმლისა და ტყავის ნაწარმის სეგმენტში 9%-ით 42,17 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
LVMH-მ დაამატა, რომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან და პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებთან პარტნიორობით დიდ იმედებს ამყარებს.
ამის პარალელურად, Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა, სადაც ილონ მასკი პირველ ადგილზე კვლავ LVMH-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ ჩაანაცვლა. მისი ქონება $21.6 მილიარდით გაიზარდა. დღეისთვის მისი ქონება ჯამში $205.8 მილიარდია.
ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული ასე გამოიყურება
ბერნარ არნო – $205.8 მლრდ;
ილონ მასკი – $204.2 მლრდ;
ჯეფ ბეზოსი – $179.9 მლრდ;
ლარი ელისონი – $142.6 მლრდ;
მარკ ცუკერბერგი – $138.8 მლრდ.