la bomba. პსჟ-ის მფლობელი კატარის სამეფო ოჯახი “ნაპოლით” დაინტერესდა

ნეაპოლური მედია იტყობინება, რომ “ნაპოლის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფაბიო სეზარ მონტეზინემ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ბომბის აფეთქების მსგავსია.
მონტეზინე ბრაზილიიდან ევროპაში 2001 წელს გადმობარგდა, 3 სეზონი “ნაპოლის” ღირსებას იცავდა, შემდეგ კატარის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, 2008 წელს კატარის მოქალაქეობა მიიღო, ამ ქვეყნის ნაკრებში 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ამჟამად კი “ალ რაიანის” მწვრთნელია.
ის ირწმუნება, რომ ალ-თანის სამეფო ოჯახი “ნაპოლით” დაინტერესდა და საუბარი კორპორატიულ ასპექტებს შეეხება.