ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ISW: რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ

რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსულმა არმიამ შეტევა სწორედ ამ მიმართულებით გაააქტიურა,

„რუსული ძალები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა, სავარაუდოდ, წინსვლას ვერ ახერხებენ.

ამასთან, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის თავდასხმები კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სინკოვკას მახლობლად (კუპიანსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 9 კმ) მოიგერიეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.