Galt & Taggart – საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან საქონლის იმპორტი საქონლის ექსპორტს 2-3-ჯერ აღემატება

საქართველოს, ტრადიციულად, საქონლით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან საქონლის იმპორტი საქონლის ექსპორტს 2-3-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება.
„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ასევე რეკორდული იყო იმპორტის მოცულობაც, რომელიც წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი სექტორი 15%-იანი წილით ვაჭრობაა და ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტიც ამ სექტორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო 5 წლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დეფიციტის 80%-ზე მეტს ვაჭრობის სექტორი განაპირობებს (ეს სექტორი მოიცავს ყველა სახის საქონლით საცალო და საბითუმო ვაჭრობას), სადაც დეფიციტმა 2023 წელს. 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, ამ სექტორში საგარეო სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით და საწვავით ვაჭრობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს რომ ეკონომიკაში დამატებული ღირებულება არ იქმნება. პირიქით, ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
ვაჭრობის სექტორის შემდეგ, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი არის ტრანსპორტისა (-515 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობის (-391 მლნ აშშ დოლარი) დარგებში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.
ამასთან, არის დარგები, რომელთაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასეთია: სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული & სამეცნიერო საქმიანობები და ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელექტროენერგიის მიწოდების სექტორი, სადაც 2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა. აღნიშნული განაპირობა, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შესაბამისად, იმპორტის შემცირებამ. ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოდან მზარდმა ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით, სადაც ელექტროენერგიის ფასი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. თუმცა, ძირითადად ექსპორტის იმპორტზე უფრო სწრაფად ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია სავაჭრო დეფიციტის ეტაპობრივი კლება“,-აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …