G7 ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის მზადყოფნას, თუ ის უკრაინაში ომს არ შეწყვეტს

G7-ის წევრები არიან: , დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.
ამ სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრა 20-22 მაისს კანადაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საფნანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც და უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგიი მარჩენკო.
შემაჯამებელი კომუნიკეს ერთი თავი მთლიანად ს ეთმობა. G7-ის სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები გმობენ უკრაინის წინააღმდეგ ს სასტიკ ომს და ადასტურებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.
მიესალმებიან ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და თუ ეს არ მოხდება, განიხილავენ ყველა შესაძლო, მათ შორის მაქსიმალური ზეწოლის ვარიანტს და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას.
G7 ადასტურებს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები დაბლოკილი იქნება, სანამ ის აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან