CrossKultur ფესტივალი ბერლინში 5 ქართველ რეჟისორ ქალს მასპინძლობს

22-24 ნოემბერს ბერლინში ფესტივალი გაიმართება, რომელიც 5 რეჟისორ ქალს უმასპინძლებს საქართველოდან. კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ელენე ნავერიანის, ანნა ძიაპშიპას, სალომე ჯაშის, მარი გულბიანისა და ნანა ექვთიმიშვილის ფილმები.
22 ნოემბერი
· ელენე ნავერიანი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“
23 ნოემბერი
· ანნა ძიაპშიპას „თმა“, „ძიაპშიპად ყოფნის შესახებ“ და „ავტოპორტრეტი ზღვარზე“
· სალომე ჯაშის „მათი ვერტმფრენი“ და „მოთვინიერება“
24 ნოემბერი
· მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“
· ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „დედა“ და „გრძელი ნათელი დღეები“
ჩვენებები Halfsister Berlin სტუდიაში გაიმართება. დასწრება უფასოა. პროგრამა CrossKultur – მრავალფეროვნების ფესტივალის ფარგლებშია წარდგენილი. ფესტივალის მთავარი თემა წელს დემოკრატია და ადამიანთა სოციალური ერთობაა.
ქართველი რეჟისორები წარდგენილნი არიან, როგორც პროფესიონალები, რომელთა თემები და საკითხისადმი მიდგომა აქტუალურობით გამოირჩევა.
„ეს ფილმები ერთგვარი ბარომეტრია, რა ხდება ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობა ევროპულ მომავალზე ოცნებობს, ხოლო კორუმპირებული მთავრობა პუტინის ს კვალს მიჰყვება.
სანამ რუსეთი შეიჭრებოდა ში, საქართველოში უკვე დაძაბული იყო მდგომარეობა. ახლა ეს დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. ქვეყანა გახლეჩილია ევროპაზე ორიენტირებულ ახალგაზრდობასა და მოსახლეობის შედარებით ტრადიციულ და რელიგიურ ნაწილს შორის. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ბუნდოვანი გახდა. საქართველოს მთავრობას არც შეუძლია და არც სურს დაიცვას სტუმრები, როდესაც კინოთეატრს რელიგიური ფანატიკოსები და ხულიგნები ესხმიან თავს. კულტურის მინისტრი პირდაპირ კრძალავს ფილმებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ტრადიციულ ღირებულებებს“. წარმოიდგინეთ, რომ რეჟისორი ხართ ამ ქვეყანაში“, — წერია ფესტივალის გვერდზე მონაწილე რეჟისორებისა და მათი ნამუშევრების წარდგენისას.