CENTCOM: ომანის ყურეში ირანულ ნავთობტანკერს ცეცხლი გავუხსენით, ის ირანისკენ ვეღარ მიცურავს

ირანული ნავთობტანკერი M/T HasnaCENTCOMაშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ ცეცხლი გაუხსნა და გაანეიტრალა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში სამხედრო უწყება წერს, რომ ტანკერი, სახელწოდებით M/T Hasna, ირანული პორტისკენ გადაადგილებას ცდილობდა, რაც -ს ბლოკადის დარღვევას წარმოადგენდა.
“Hasna აღარ გადაადგილდება ირანის მიმართულებით… -ს ბლოკადა გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტებში შესვლას ან მათ დატოვებას ცდილობენ, სრულად ძალაში რჩება” – წერია განცხადებაში.