Bloomberg – აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა

აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევისთვის გაწეული დახმარების მათ მიერ განსაზღვრული ღირებულება 300 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდამდე შეამცირა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ტექნიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ აშშ და უკრაინა შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
„შეიძლება შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწეროს“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ