ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC: ნიგერიის მონარქი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს

სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში შეიარაღებულმა კაცებმა ქვეყნის მონარქი დახვრიტეს და მისი ცოლი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ღამით სეგუნ არემუს - არმიის გადამდგარი გენერლისა და მონარქის სასახლეში შეიჭრნენ. მათივე ცნობით, გამტაცებლების ვინაობა უცნობია და გამოსასყიდი ჯერ არ მოუთხოვიათ.

BBC-ის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში ხუთი სკოლის მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი გაიტაცეს. მათი გათავისუფლებისთვის გამოსასყიდს 100 მილიონი ნაირას ოდენობით ითხოვენ, რაც 110,000 აშშ დოლარს უდრის.

მედია წერს, რომ ნიგერიაში ბოლო წლების განმავლობაში ფულის სანაცვლოდ ადამიანთა გატაცება გახშირდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.