იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

იტალიაში, ქალაქ პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობისთვის ძებნილი კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულია კიდევ სამი ტუნისელი. გამომძიებლები ამბობენ, რომ დამატებით ოთხი პირის დაჭერით მკვლელობის ყველა მონაწილე დაკავებულია. ისინი თვლიან, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლები მხოლოდ პირველი დაკავებული 32 წლის ქართველი მამაკაცია. “ვიდეო სათვალთვალო სისტემების ჩანაწერების გადამოწმებით, შეგროვებული ჩვენებებითა და […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ორშაბათს – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 22 იანვარს: · 1 აშშ დოლარი – 2.6576; · 1 ევრო – 2.8941; · 1 ფუნტი – 3.3704; · 1 ლირა კი 0.0882 ლარი ეღირება.

უკრაინამ კომუნისტური პარტიის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ, პეტრო სიმონენკოზე ძებნა გამოაცხადა. ქვეყნის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს კიევიდან ევაკუაცია რუსეთის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა. მანამდე კი, 11 აგვისტოს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სიმონენკო რუსეთის აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში იყო […]

ზელენსკი: ჯერ ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზაციის აუცილებლობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას. „ჯერჯერობით ვერ დავინახე საკმარისი რაოდენობის გასაგები დეტალი, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონის მობილიზაციაა საჭირო,“ თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ მას „ახლა სურს, ვიღაცას მოაწონოს თავი“. უკრაინის […]

ხერსონში აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთის არმია ხერსონს დნეპრის მარცხენა სანაპიროდან ბომბავს. ამის შესახებ Ukrinform, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს. “ხერსონში აფეთქებებია! რუსული არმია ქალაქს დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ბომბავს”, – ნათქვამია პოსტში. როგორც Ukrinform წერს, ხერსონის მახლობლად რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა წყალმომარაგების სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის თავზე ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო.

კახეთში, ქეიფის დროს, სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი დაჭრა

კახეთში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ცნობილია, რომ გასროლა ერთ-ერთმა მეგობარმა სანადირო თოფიდან განახორციელა. დაშავებულები თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმის შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე […]

აშშ ჰუთების წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება

აშშ ჰუთების წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხანგრძლივ სამხედრო გეგმებს მას შემდეგ ადგენს, რაც წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე ტერორისტული ჯგუფის თავდასხმები დარტყმების სერიამ ვერ შეაჩერა. ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ჰუთების მაღალი დონის სამხედრო შესაძლებლობების შერყევასა და მათი შესაძლებლობების შეზღუდვას ცდილობენ, რათა გადამზიდმა კომპანიებმა რეგიონის წყლების გავლით ტრანსპორტირების აღდგენა შეძლონ. […]

ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, სამართალდამცავებმა მუშაობა დაასრულეს – ორში შესაბამისი მოქმედებები გრძელდება

ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრიდან ორში სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება, ცრუ აღმოჩმდა. მოქალაქეების თქმით, სამართალდამცავები კიდევ ორ მოლში ამ დრომდე აგრძელებენ შესაბამის სამუშაოებს. ცნობისთვის, ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი”, “ბათუმი მოლი” და “პლაზა” ევაკუაცია განხორციელდა როგორც “ინტერპრესნიუსს” “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, უსაფრთხოების […]

ლაფანყურში 3 ადამიანი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, პირმა თანასოფლელების მისამართით სანადირო თოფიდან ისროლა

თელავის მუნიცპალიტეტში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა. დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ. რა გახდა მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე […]