რონ დესანტისმა გამოაცხადა, რომ ეთიშება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვირას გამოაცხადა, რომ ეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. მან ასევე თქვა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ექს-პრეზიდენტს დონალდ ტრამპის კანდიდატურას, რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის. დესანტისმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოცქსელ X-ში დაწერა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აიოვის შტატის კოკუსში მეორე ადგილი დაიკავა, მას არ შეუძლია „მხარდამჭერებს მოსთხოვოს, ნებაყოფლობით […]

იაკობიშვილის დებიუტი, დოვბიკის ჰეთ-თრიკი – “ჟირონამ” ლიდერობა დაიბრუნა

ლა ლიგის 21-ე ტურში „ჟირონამ“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 5:1 დაამარცხა. სტუმრები რომერომ დააწინაურა, რის შემდეგაც უკრაინელმა დოვბიკმა ექვსწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 30-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ხუანპემ ტრავმა მიიღო და 19 წლის ანტალ იაკობიშვილმა (სიმაღლე 193 სმ) შეცვალა, რომელიც უნგრეთის მოქალაქეა და პრიმერაზე მისი დებიუტი შედგა. ის „ბარსელონას“ 17 წლის მეკარის არონ იაკობიშვილის ძმაა. […]

რესპუბლიკელი რონ დესანტისი აშშ-ს საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა

აშშ-ს ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისი ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დესანტისმა წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შემდეგ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. მისი თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპი ბევრად სჯობს. “მე პირობა დავდე, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს მხარს დავუჭერდი, და ამ პირობას […]

ჰამასის მონსტრების მხრიდან დანებების პირობებს არ მივიღებ – ნეთანიაჰუ

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ომის დამთავრებისთვის და მძევლების გამოშვებისთვის პირობები წარადგინა, რაც ისრაელის მიერ ჯარების სრულად გაყვანასა და ღაზაში ჰამასის ძალაუფლებაში დარჩენას მოიცავს. ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან ეს პირობები პირდაპირ უარყო. “მძევლების გამოშვების სანაცვლოდ, ჰამასი ომის დამთავრებას, ღაზიდან ჩვენი ძალების გამოყვანას, და ყველა მკვლელისა და მოძალადის გათავისუფლებას ითხოვს”. – განაცხადა ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას. 2023 […]

აშშ-ში, გასულ კვირას, ზამთრის ქარიშხალმა 90 ადამიანი იმსხვერპლა

გასული კვირის მანძილზე, აშშ-ში ზამთრის ქარიშხალმა 90 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით მძიმე ამინდი კვირის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტენესისა და ორეგონის შტატებში, სადაც ქარიშხლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რიცხვი ამ ორ შტატში ყველაზე მეტია, შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ილინოისში, პენსილვანიაში, მისისიპიში, ვაშინგტონში, კენტუკიში, ვისკონსინში, ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში და სხვაგან. სიკვდილიანობის […]

მედია: ქობულეთში, ქარსაცავ ზოლში, ფიჭვებსა და მუხებს სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ჭრიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლის გაჩეხა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ ამჟამად ფიჭვებსა და მუხებს წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ტაძრის ტერიტორიაზე, სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ჭრიან. ადგილობრივების თქმით, უკვე 20-ზე მეტი ჯანსაღი ხეა მოჭრილი და პროცესი ისევ გრძელდება. სკოლის ადმინისტრაცია ხეებს მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვის საფუძველზე ჭრის. საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციაში […]

СБУ ადასტურებს, რომ უკრაინამ რუსეთში ნავთობტერმინალი დაბომბა

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქის ნავთობტერმინალმა Ust-Luga Oil მუშაობა შეაჩერა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) აიღო. ამის შესახებ Ukrinform-ს სამართალდამცავი ორგანოების წყაროებმა აცნობეს. წყაროს ცნობით, СБУ-ის თვითმფრინავებმა კარგად მოარტყეს მიზანს – დაზიანება იყო ზუსტი, დაიწყო ფართომასშტაბიანი ცეცხლი, რუსები იძულებულნი გახდნენ თანამშრომლების ევაკუაცია მოეხდინათ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. “ლენინგრადის რეგიონში ნავთობის ტერმინალი Ust-Luga […]

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი: ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს გორის, ბახტრიონის, არჩილ სულაკაურის, კოსტავას, სულხან ცინცაძის, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ბროლოსანის, ნოდარ ანდღულაძის, ტეხურის, ვახტანგ ჩიქოვანის, გურამ ბზვანელის, ლიხაურის, წინაუბნის, […]

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22-23 იანვარს | პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. სააგენტოს თქმით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია GWP ავრცელებს: სამგორის რაიონში, ლილოს დას. თიკანაძის ქ. N 34 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 21/01 22:00-დან 22/01 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჭირნახულის (თიკანაძის), მეფრინველეობის ქუჩა თავის შესავევებით, სტურუას, ნამორაძის, აფხაზავას ქუჩა თავის შესახვევებით, გოკიელის, ლეონტი მროველის, ტყემალაძის (კამოს) ქუჩა, არსენ […]