სუს-ი – „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ფლორიდის შტატის გუბერნატორი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამოუცხადა. „თუ რაიმე შემეძლო გამეკეთებინა ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად, გავაკეთებდი, მაგრამ არ შემიძლია ვთხოვო ჩვენს მხარდამჭერებს, დახარჯონ დრო და შემოწირონ რესურსები, თუ არ გვექნება მკაფიო გზა გამარჯვებისაკენ. შესაბამისად, მე დღეს ვწყვეტ ჩემს კამპანიას“, – განაცხადა დესანტისმა. ამასთან, მისი […]

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნიუ-იორკისკენ მიმავალმა ლავროვმა ისევ აუარა გვერდი „არამეგობრულ ქვეყნებს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში. საბჭომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე უნდა იმსჯელოს. რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩრდილოეთის გზით, 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა „ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების” გარეშე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი […]

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა

საქართველოს დედაქალაქი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს შეუერთდა. ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა. ამ მიმართულებით, იანვარში, მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს. ეროვნული სკრინინგცენტრი მოსახლეობას ახსენებს, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს მათთან საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა შეუძლიათ.

ბათუმში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე სუსის მიერ იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფ პირთა წრე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 21 იანვარს, ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებების მიღების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სუს-ის ცნობით, შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედანაა განხორციელებული. “მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი […]

“დღესვე შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ გირაოს საფუძველზე გათავისუფლებაზე” – მოკლული აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის სასამართლოს პროცესი გრძელდება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია არასრულწლოვანის დედასა და ბიძაზე, რომელთაც ბრალდება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. პროცესზე დაგეგმილია მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოკლული გოგონას დედა უდანაშაულოა და წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების მოთხოვნას აპირებს. “რაც კი სხდომები ჩატარდა და მოწმეები დაიკითხა, ყველა აითაჯის დედის […]

ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის დასრულებას არ დათანხმდება

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მძევლების გაცვლის სანაცვლოდ ომის დასრულების შესახებ ჰამასის მოთხოვნას არ დათანხმდება. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჰამასმა ღაზაში დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ომის დასრულება, პალესტინელი პატიმრების გამოშვება და ღაზიდან ისრაელი ძალების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ის ამ პირობებს არ მიიღებს. “დღედაღამ ამაზე ვმუშაობ, მაგრამ ყველაფერი ცხადი რომ იყოს: სრულიად უარვყოფ ჰამასის მონსტრების მხრიდან დანებების […]

ცრუ განგაში ბათუმის სავაჭრო ცენტრებში – გამნაღმველები გვიანობამდე მუშაობდნენ

გამნაღმველები ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გვიანობამდე მუშაობდნენ. მანამდე, “მეტრო სითის”, “გრანდ მოლის”, “ბათუმი პლაზასა” და “ბათუმი მოლის” ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მიზეზი სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი იყო. არსებული ცნობით, გამნაღმველებმა ტერიტორიებზე სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობებში მუშაობდნენ კინოლოგებიც. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, ორი […]