ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. დეპარტამენტის თქმით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე ნახეთ:

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

22 იანვრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. „რვავე „შაჰედი“ განადგურდა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მიერ“, – ნათქვამია საჰაერო […]

ვინც ეკლესიას მტრობს და მისდამი სიძულვილით გამორჩევა, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის მტერია – რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდი, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეკლესიის სიძულვილი ქვეყნის სიძულვილს ნიშნავს და მსგავსი განცხადებებით პოლიტიკოსები, პირველ რიგში, საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ. “ეს ადამიანები აშკარა სიძულვილს გამოხატავენ საქართველოს ეკლესიისადმი და ეს არის სიძულვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, […]

“მიღებულია მნიშვნელოვანი კომუნიკე, რომელიც, მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით, ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს” – სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალურ ფორუმზე საქართველოც იყო წარმოდგენილი

ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის გახსნის ღონისძიებასა და ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. შეხვედრას 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, შეკრებილებმა სფეროს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მისივე თქმით, […]

ანა დოლიძე მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიის წევრებთან ერთად მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, „უსამართლო ხელშეკრულებებია და სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში და სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. „უსამართლო ხელშეკრულებების, სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში მტაცებლების წინაშე. უამრავი ადამიანი არ იცნობს კანონმდებლობას და კანონმდებლობა შესაბამისად არ იცავს ჩვეულებრივ მოქალაქეებს. […]

პარიზში ახალი საიმიგრაციო კანონი გააპროტესტეს

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა. – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის ვისაც შესაბამისი დოკუმენტები არ აქვთ ცხოვრება მარტივი არ არის აქციის მონაწილეები აცხადებენ იმასაც, რომ მათ სურთ კანონი, რომელიც მათ სათანადო მუშაობის და დამსაქმებლისგან სათანადო მოპყრობის საშუალებას მისცემს. მომიტინგეები აცხადებენ რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს […]

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. ასევე, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის […]

ასაფეთქებელზე შეტყობინება განხორციელდა უცხოეთიდან, მითითებული იყო საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ტელეფონის ნომერი | სუს-ი ბათუმზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ბათუმში ბომბის არსებობის შესახებ შესულ შეტყობინებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. უწყების თქმით, შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი. მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს. “მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ […]

სუს-ი – ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა წრე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. ამის შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის […]