ISW: რუსეთის ჯარებს ავდეევკაში წინსვლა აქვთ

რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს.
ცენტრის ექსპერტები 21 იანვრის გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ავდეევკაში, რესტორან „სამეფო ნადირობის“ რაიონში, რომელიც ქალაქის სამხრეთში მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ხეივანთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 22 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა 68 საბრძოლო შეტაკება. გენშტაბის თანახმად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ავდეევკა რჩება.
უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ავდეევკის მიმართულებით მოგერიებულია 17 შეტევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს