2023 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტი გაიზარდა, აზერბაიჯანიდან – შემცირდა

საქართველომ 2023 წლის განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა გაზარდა – საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ რუსეთიდან 110.2 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი მიიღო. 2022 წელთან შედარებით იმპორტის ეს მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი.

“ქართულ ოცნებას” ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს – მიხეილ სარჯველაძე

“ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, მკაფიოდ აიხსნა ყველა ფაქტორი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. “ოპონენტებს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან […]

როგორც წესი, ხელმოცარული თავის უიღბლობას ყველასა და ყველაფერს აბრალებს, სწორედ ამ სენით არიან შეპყრობილები მავნებლები – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი “ქართუს” განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ”. ექსპერტის თქმით, პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდათ, საბოლოოდ, “შურით სკდებიან და, ათასი ტყუილით გავსებულები, უარეს სისულელეში იხლართებიან”. “როგორც წესი, ხელმოცარული, თავის […]

“სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ როგორ სიტუაციაა ღაზაში” – ჟოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელში, მინისტერიალზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების პირველი შეხვედრა ახალ პოლიტიკურ წელს – საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში ორ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს არის ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რომლის ესკალაციაც ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს და უკრაინის დახმარება. “ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ ყველა ქვეყანა ჩაერთოს დისკუსიებში, რომლებიც უშუალოდ […]

ზურაბ ბატიაშვილი – აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის ხარჯზე – ახლა, როდესაც მსოფლიო ომი მიმდინარეობს, შენი ადგილი უნდა დააფიქსირო

ეკონომიკურ პარტნიორობაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე მიდის საქმე, თუ ამას დასავლეთის ხარჯზე აკეთებ, არ გამოგივა – ახლა, როდესაც მსოფლიო ომი მიმდინარეობს, შენი ადგილი უნდა დააფიქსირო, მუდმივად ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა,- ამის შესახებ საგარეო საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, […]

კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების […]

„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 6 090.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე

2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4 პროცენტით შემცირდა და 2 791.5 მლნ. […]

Madrid Fusión – ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს ჩვენი სტუმარია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. „ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს Madrid Fusión-ის კონგრესს ეწვევა. საქართველო წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანაა, ტურისტული მიმართულება რომელიც მოგაჯადოებთ. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“,-ნათქვამია ინფორმაცაიში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, […]

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის სკოლაში დაკვამლიანება იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჭითაწყარის საჯარო სკოლაში დაკვამლიანება იყო. ირკვევა, რომ მოსწავლემ ცეცხლის დანთების მიზნით ღუმელში დიდი ოდენობით დიზელის საწვავი შეასხა. საკლასო ოთახში ღუმელის მილი გასკდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ოთახში ცეცხლი არ გაჩენილა. ავტორი: ემა გოგოხია.

“25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ხალხის ფულის მოპარვას” | “საქართველოსთვის” გენპროკურორის პარლამენტში მიწვევას ითხოვს

პარტია “საქართველოსთვის” “ოცნებას” მოუწოდებს, რომ პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებაზე და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების – პროკურატურის საქმიანობის ანგარიში. პარტიის თქმით, პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე მათ პროკურატურაში განცხადებები შეიტანეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მათი თქმით, “ოცნების კორუმპირებულები” და “ოცნებასთან” დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს […]