საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაშია ნათქვამი. აღნიშნული კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის […]
ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Transavia ამსტერდამის მიმართულებით იფრენს

საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს. 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი […]
კრემლის პროპაგანდისტს, თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლას აუკრძალავენ

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს თინა კანდელაკს ქვეყანაში – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ბრიფინგზე. „თუ საჭირო იქნება, ზომები მიიღება. სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩამოვიდეს ყაზახეთში და რომც მოინდომოს, ვერ შემოვა, ”- თქვა მან. მიზეზი კი კრემლის პროპაგანდისტის განცხადება გახდა, სადაც მან ყაზახებს მანქურთები უწოდა.
ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია – ელინა ვალტონენი

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რომლის ესკალაციაც ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს და უკრაინის დახმარება – ეს ის საკითხებია, რომლებზე მსჯელობასაც ბრიუსელში შეკრებილი საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ. ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ელინა ვალტონენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მტკიცე დარჩეს. “ჩვენ დღეს ნამდვილად უნდა ვიყოთ მტკიცე მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ეს […]
ექსპორტის ფასების ინდექსი 6.4%-ით შემცირდა

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 3.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 6.4 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული […]
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულად, 135%-ით გაიზარდა

მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პროდუქტი გახდა. 2023 წელს ქვეყანაში 3.162 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 84.5%-იან ზრდას აჩვენებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში, 1.949 მლრდ დოლარით, მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, საიდანაც იმპორტი 2.57 მლრდ დოლარი იყო. 135%-ით გაიზარდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. ჯამში, საექსპორტო ბაზრებზე 2.127 […]
ანტიკორუფციული ბიურო 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს – ვინ მოხვდა ჩამონათვალში

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე წელს. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს ბიურო 150 მაღალჩინოსნის დეკლარაციას შეამოწმებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ. ჩამონათვალში არიან, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. კერძოდ, იმ თანამდებობის პირთა შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც 2024 წელს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის, მოხვდნენ: მთავრობის […]
რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება

რუსთავს, კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია რომელიც დავიწყეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება […]
ვოლოდიმირ ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის უკრაინის რადას წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ქვეყანაში მრავალმოქალაქეობის ინსტიტურის შემოღების საშუალებას იძლევა. „დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებისა და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს, უკრაინის მოქალაქეობა მიიღონ, […]
რუსი რესტავრატორები სოხუმში ჩავლენ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების შესასწავლად

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავლენ და ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან რუსი სპეციალისტები. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა. „უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები […]