იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

4 ადამიანი დააკავეს იტალიაში, პიზაში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ჩხუბის საქმეზე, რომელსაც 25 წლის ტუნისელის მკვლელობა მოჰყვა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი ქართველია, სამი — ტუნისელი. აღნიშნულ პირთა დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დანაშაულიდან 24 საათში, მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს ერთი მოქალაქე. გამოძიების თანახმად, ამ დროისთვის ჩხუბის ყველა მონაწილე დაკავებულია, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, მკვლელობაზე პასუხისმგებლობას […]
რონ დესანტისი რესპუბლიკელთა პრაიმერისს გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებს, იგივე პრაიმერისს, ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესტანტისი გამოეთიშა. „ჩემთვის ნათელია, რომ რესპუბლიკელთა ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს. [..] მე პირობა დავდე, რომ მხარს დავუჭერ რესპუბლიკელთა კანდიდატს და ვიცავ ამ პირობას. მხარს ვუჭერ დონალდ ტრმაპს, რადგან ვერ დავუბრუნდებით ძველი ფორმაციის რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც შეფუთულია კორპორატივიზმით, რომელსაც […]
2023 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $21 529.0 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $6 090.6 მილიონს შეადგენს, რაც 9.1%-იან ზრდაზე მიუთითებს, ხოლო იმპორტი 14%-ით არის გაზრდილი და $15 438.4 მილიონს უტოლდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს […]
გერმანიაში მატარებლის მემანქანეებმა 6-დღიანი გაფიცვა დააანონსეს

გერმანიაში მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL მორიგ გაფიცვას აანონსებს. გაფიცვაში მემანქანეებთან ერთად მონაწილეობას სარკინიგზო ქსელის სხვა თანამშრომლებიც მიიღებენ. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, მემანქანეებმა Deutsche Bahn-ის მიერ მესამედ წარდგენილ გაუმჯობესებულ წინადადებაზე უარი თქვეს. რიგით მეოთხე მასშტაბური გაფიცვა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყება და 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გერმანიის ყველაზე დიდი სარკინიგზო ოპერატორმა Deutsche Bahn-მა მემანქანეებს გაუმჯობესებული […]
დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ტუსკი უკრაინის პრემიერმინისტრ, დენის შმიგალს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა ტუსკის ვიზიტის მთავარ საკითხების შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, ლიდერები უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტს განიხილავენ, რაც ბოლო პერიოდში მხარეებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი იყო.
დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერის თანამდებობა დაიკავა. პოლონური მედია იუწყება, რომ დონალდ ტუსკი, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.
მიხეილ სარჯველაძე – „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში ჩვენი წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს

„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა – ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. მისი თქმით, პასუხი ყველა იმ ოპონენტმა მიიღო, ვინც თვლის, […]
მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. „კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 […]
პაატა მანჯგალაძე – შალვა პაპუაშვილს უნდა საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა – „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვაჩუქებ „წმინდა“ იოსების ხატს, თუ გააგრძელებენ სპეკულაციებს

შალვა პაპუაშვილს უნდა საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა – ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მე მას ვაჩუქებ „წმინდა“ იოსების ხატს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესიას ებრძვის ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, ეკლესია თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის გამოიყენოს. „ეკლესია არის ზეციური და პაპუაშვილს უნდა, […]
„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია – საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს საქართველოს […]