აშშ-ში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა

მთლიანად აშშ-ში დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ორეგონისა და ტენესის შტატებში ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ამინდის ექსტრემალურ პირობებს ტენესიში 25, ხოლო ორეგონში – 16 ადამიანი ემსხვერპლა. ორეგონის შტატში ამჟმად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ორეგონში, პორტლანდში, ძლიერმა ქარის გამო […]
როგორი ამინდი იქნება 22-24 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
აპრილიდან, ავიაკომპანია Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი […]
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ბაზარზე დარტყმას უარყოფენ

უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფმა ტავრია, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ კავშირი აქვს ქალაქ დონეცკის ბაზარზე დარტყმას. “რუსები ავრცელებენ ინფორმაციას დონეცკის ბაზარში მომხდარი აფეთქებების შესახებ. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტავრიას დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფები საბრძოლო მოქმედებებზე პასუხისმგებელი არ არის”. – წერს ტავრია სოციალურ ქსელში. უკრაინის შეაირაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფი ტავრია დონეცკის მიმართულებით აწარმოებს ბრძოლებს. 21 […]
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ხელმოწერებს თბილისის გარდა ბათუმშიც აგროვებს

პარტია სამოქალაქო ინიციატივის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი თავის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას თბილისის გარდა ბათუმშიც იწყებს. ამის შესახებ საუბარია ნადეჟდინის საქართველოში მოქმედი საარჩევნო შტაბის მიერ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში. 16 იანვარს ნადეჟდინის ტელეგრამ-არხზე წერდნენ, რომ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყეს. პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ამ დრომდე საერთო ჯამში 70 […]
ოქრიაშვილი: ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში

ოცნების ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი დედაეკლესიის და წმინდა ხატების შეურაცხყოფა, გაუბრალოება, მათთვის მნიშვნელობის დაკარგვა. ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში! შედეგად, ვიღებთ ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას, რასაც მე ვერასდროს შევეგუები!
“ადრე და ახლა” – ბაბი კირკიტაძე ბავშვობის ფოტოებს აზიარებს – Marao

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი გამართა. მომღერალი მსმენელის წინაშე საკუთარი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით […]
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა წრე – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. ამის შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. „მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები […]
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ცვლილებებია – ყირგიზეთში ექსპორტი 642%-ით, ყაზახეთში კი 195%-ით გაიზარდა

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გასულ წელს 9.1%-ით 6 მილიარდ 090 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში ცვლილებებია. გასულ წლებში მოწინავე ადგილზე მყოფმა ქვეყნებმა ჩინეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც ათეულში მოწინავე ადგილები დათმეს […]
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერს მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე შეხვდა და სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და […]