ოთარ არბოლიშვილმა და დავით ზაალიშვილმა 100 წლის ბორჯომელ ვლადიმერ გელაშვილს იუბილე მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ანდეზიტში მცხოვრებ ვლადიმერ გელაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ გელაშვილს ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცა, ყოველთვიურად კი ის 200 ლარს მიიღებს. „გილოცავთ 100 წლის იუბილეს! მინდა დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა გისურვოთ. თქვენი ღვაწლი […]

5 საინტერესო შეთავაზება ბიზნესებისთვის ბიზნეს მობილბანკში

ალბათ არავისთვისაა უცხო უამრავი შეტყობინება, რომლებსაც სხვადასხვა არხიდან ვიღებთ და ფასდაკლების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების თუ რაიმე სხვა სახის სიახლეების შესახებ გვამცნობენ. მსგავსი სერვისები და პროდუქტები არამხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვისაა საინტერესო, არამედ ბიზნესისთვისაც. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო რთულია რელევანტურ ბიზნეს აუდიტორიამდე გასვლა: ბიზნესი ხელმძღვანელობს საჭიროებით და არა სურვილით, ანუ ყიდულობს იმ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც […]

ბაკურციხეში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მიღებული ტრავმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. უწყების თქმით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის […]

„მტკიცე დამცველი 2024“ | ნატოს ოთხთვიანი მასშტაბური წვრთნები 90 000 სამხედროს მონაწილეობით, დღეიდან იწყება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დღეიდან, 22 იანვრიდან იწყებს. სწავლება ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილებას. წვრთნები სახელწოდებით „მტკიცე დამცველი 2024“ (Steadfast Defender 2024) სცენარი პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან კონფლიქტის სიმულაციაა, რაც გულისხმობს რუსეთის თავდასხმას მოკავშირეთა ტერიტორიაზე, რაც იწვევს ნატოს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას. წვრთნებში […]

24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული | სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

აპრილიდან თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით „ტრანსავია“ იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდური ბიუჯეტური ავიაკომპანია, „ტრანსავია“ (Transavia) იწყებს, იუწყება აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“. კომპანიის განცხადების თანახმად, ავიაკომპანია, რომელიც ნიდერლანდების ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია, საქართველოში ოპერირებას დაიწყებს 2024-ის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე და იფრენს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის რეისზე – 20 აპრილიდან, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს. კომპანია, რომელიც ქართულბაზარზე შემოდის, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი […]

საია „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდებს, საპენსიო სესხის პირობებს გადახედოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდებს, საპენსიო სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გადახედოს. საიას ცნობით, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში საპენსიო სესხით/ოვერდრაფტით მოსარგებლე პენსიონერთა რაოდენობა 305 255 პირს შეადგენს. მათივე განცხადებით, მზარდია პენსიონერ მსესხებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე საჩივრების წარდგენის მაჩვენებელი. საიას თანახმად, მხოლოდ 2023 წელს 1 440 განაცხადი/საჩივარი იყო წარდგენილი საქართველოს ეროვნულ ბანკში […]

უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია, რომ რუსეთის შემოჭრა დაასრულოს – რობერტ ფიკო

ერთადერთი გზა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად არის კიევის მიერ ტერიტორიის ნაწილის დათმობა დამპყრობლებისთვის, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა. ფიკოს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, დონბასის და ლუგანსკის დათმობა არარეალურია: ,,უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი. რას ელიან, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს? ეს არარეალურია,” – თქვა მან სლოვაკეთის სახელმწიფო მაუწყებელ […]

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს. ვიზიტის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი. თუმცა არსებული ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ კოლეგას, დენის შმიჰალს შეხვდება.