,, ენგურთან რუსები უკვე აშენებენ საბაჟო ტერმინალს… რისი იმედი გაქვთ ოცნება-ღარიბაშვილს?” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: ,,თურქეთ-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღმავებლად და საგზაო გადაზიდვების გასამარტივებლად იგეგმება ტვირთების აფხაზეთის გავლით ტრანსპორტირება. ენგურთან რუსები უკვე აშენებენ საბაჟო ტერმინალს. რისი იმედი გაქვთ ოცნება-ღარიბაშვილს? იმედი გაქვთ რომ გადავყლაპავთ ჩვენს ზურგს უკან რუსებთან შური-მურს? შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ნგრევა აფხაზეთის საკითხზე ქართველების მკვეთრ რეაგირებას მოყვა. 50 000 ტანკით წელგამაგრებულმა კომუნისტურმა პარტიამ ვერ შეძლო გაბრაზებული […]

კახა კალაძე – არ მაქვს იმის ინტერესი და ფინანსური შესაძლებლობა, რომ „დინამო“ შევიძინო – რაც შეეხება დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კორპუსების აშენებას, არავის ვურჩევდი ბაზა დაანგრიოს – სანამ დედაქალაქის მერი ვარ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება

არ მაქვს იმის ინტერესი, რომ “დინამო” შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს – არავის ვურჩევდი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია, ვინაიდან ქვეყნის ისტორიას ინახავს. „დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება ამ გუნდიდან დაიწყო. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ […]

გია ვოლსკი – ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ

ეკლესიის მიმართ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს – ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია. ვოლსკის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა. მისივე აზრით, „ხვალ სხვა კონფესიებსაც გადასწვდებიან”. „ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, […]

24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული. „22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს“,-აღნიშნულია გარემოს […]

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის შეჩერებაში, ეს მოგვიანებით უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან რუსეთი არ გაჩერდება

თვალები უნდა გავახილოთ და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში – მისი შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, თუ მას აქტიურად შეაჩერებენ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა, ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინელებს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდებათ. „უკრაინელები მზად არიან, იბრძოლონ. უკრაინელებს სჭირდებათ ჩვენი დასავლური, განუყოფელი მხარდაჭერა […]

ლაშა ფარულავა – ირაკლი კობახიძე იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება

სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის საახალწლო საჩუქარია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა. ფარულავას განცხადებით, სწორედ კობახიძეს მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, […]

ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. „Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის […]

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოზიტიური ურთიერთობების ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი განზრახ გააჩინეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი განზრახ გააჩინეს. მისივე თქმით, სოხუმში ბოლო პერიოდში პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა და შესაძლოა, ხანძრის გაჩენა სწორედ ამას უკავშირდება. „მაპატიოს ჩემმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ეს არის ნეგატიური განზრახ დაგეგმილი გადაწყვეტილება. კულტურის სამინისტრო აქ არაფერ შუაშია, მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური […]

გია ვოლსკი – გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს – არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ!

გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს – არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციიდან ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დესტაბილიზაციის მოსახდენად. ვოლსკის თქმით, „ასეთ ოპოზიციას არჩევნებში წარმატება ვერ ექნება“. „ოპოზიციის წარსულსა ან აწმყოს გადახედეთ. მათ არც ერთ […]