გია ვოლსკი – გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს – არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ!

გადახედეთ ოპოზიციის წარსულსა და აწმყოს – არც ერთ ეტაპზე მათ ქვეყნისთვის პოზიტივი არ შეუქმნიათ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციიდან ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დესტაბილიზაციის მოსახდენად. ვოლსკის თქმით, „ასეთ ოპოზიციას არჩევნებში წარმატება ვერ ექნება“.
„ოპოზიციის წარსულსა ან აწმყოს გადახედეთ. მათ არც ერთ ეტაპზე ქვეყნისთვის არანაირი პოზიტივი არ შეუქმნიათ. წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და შექმნეს სისტემა, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას, მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წარმართვას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა.
დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?