კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარებას ხელს მოქმედი კანონმდებლობა უშლის – ასოციაციის პოზიცია

ის, რომ კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 2023 წელს მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, დაზღვევის სექტორში მოქმედი კანონმდებლობის შედეგია. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კერძო დაზღვევით 730 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. კითხვაზე, რატომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას მეტი ადამიანი, ხეჩინაშვილი პასუხობს, რომ ესაა იმ პრინციპის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ […]

კალაძის თქმით, „დინამოს” ბაზის დანგრევის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული

„დინამო თბილისის” პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებას საფეხბურთო კლუბის საწვრთნელი ბაზის ადგილზე მცირე საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სანამ მერის თანამდებობა უკავია, ბაზის დანგრევის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. „დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, გაუგებარია. სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი […]

ნავალნი 25-ედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ათი დღით მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, უკვე 25-ედ. ამის შესახებ პოლიტიკოსის გუნდი იტყობინება. როგორც იუწყებიან, ამის საბაბი გახდა ის, რომ ნავალნიმ არასწორად წარუდგინა თავი კოლონიის თანამშრომელს. წინა შემთხვევაში ნავალნი ამავე მიზეზით მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, როცა ის კოლონიაში მისვლისას აუცილებელი კარანტინიდან გამოვიდა. სადამსჯელო იზოლატორის საკანში პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა: პატიმარს არ ეძლევა […]

კიევის მერი ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კანადურ გამოცემა “გლობ ენდ მეილთან“ ინტერვიუში კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის და სულ უფრო ავტოკრატიული ხდება. კიევის მერის თქმით, ბოლო 23 თვის განმავლობაში, უკრაინის მთავარი სატელევიზიო არხები მხოლოდ ერთ პროგრამას, “გაერთიანებული ახალი ამბების ტელემარათონს“ აჩვენებენ, რაც განსხვავებული მოსაზრებებისთვის მცირე სივრცეს ტოვებს. კლიჩკოს განცხადებით, […]

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 64-ე ბაგა-ბაღი, რომელიც სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. ბაღი 15 ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები. ბაღს ასევე […]

საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. გუდაური-კობის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე, ავტოტრანსპორტისათვის. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აკონტროლებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე მთელი ღამის […]

“ძალიან დიდი ტყუილია, რომ მერიაში სუსი და ფინანსური პოლიცია იყო მოსული” – კახა კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხით საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესებაზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. თბილისის მერმა დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა. თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება. […]

საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა და ევროპის საბჭოს პროექტი. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელმა. ფორუმში მონაწილეობს 20-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი. ღონისძიება ორ სესიად იმართება.

კალაძე: არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ დინამო თბილისი შევიძინო

დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ დინამო თბილისი შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს […]

ვოლსკი: ქართუდან ივანიშვილის რამდენიმე თაობა მოგებას ვერ მიიღებს, რა კორუფციაზეა საუბარი

ნამდვილ პოლიტიკოსებს ბერიკაობა არ უხდებათ და ეს ბერიკაობა მიმდინარეობს ახლა. რაღაც კლოუნადაა შექმნილი. ადამიანმა, რომელმაც შექმნა ფონდი და თავისი რესურსების დიდი ნაწილი გადაურიცხა და ეს ფონდი საქველმოქმედო თუ სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელეს, აქ რა კორუფციაზე ან მოგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. რა პროექტებსაც ფონდი ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე თაობა იქიდან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს.