ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, უმაღლეს რადას წარუდგენს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც,უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება: „დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებას და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას. ეს საშუალებას მისცემს ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, აგრესორი […]

ოკუპირებულ სოხუმში რუსი რესტავრატორები ჩავლენ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების შესასწავლად

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სპეციალისტები ჩავლენ. რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლუბიმოვამ “ტელეგრამზე” დაწერა, რომ ჯგუფში შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხეოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. მისი თქმით, ჯგუფი უახლოეს მომავალში ჩავა ადგილზე. “ადგილზე სპეციალისტები შეამოწმებენ […]

წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობასთან აღმართული უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობის შესასვლელთან, სადაც საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები იყო აღმართული, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. “ინციდენტი წალენჯიხაში მოხდა იმიტომ, რომ წალენჯიხა საქართველოს მასშტაბით გახლავთ ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობა ჰუმანიტარული მისიებით ეხმარება დამეგობრებული ქალაქის, იავორივის მოსახლეობას და ამ დღეებში წალენჯიხის მერიამ მიიღო მადლიერების წერილი იავორივის მერისგან. […]

ანტიკორუფციული 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს შეისწავლის | მათ შორის, ღარიბაშვილის, გომელაურის, ლილუაშვილის, კობახიძის

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე – 2024 წელს. სიაში 150 თანამდებობის პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები. მთავრობის წევრებს შორის ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს: პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები – თეა წულუკიანი, ილია დარჩიაშვილი, ლევან დავითაშვილი, […]

“სანამ თბილისის მერი ვარ დიღმის ბაზა არ დაინგრევა”

“დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება ამ კლუბიდან დაიწყო. მე არ მაქვს ინტერესი, რომ დინამო თბილისი შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს […]

რუსებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა და მისი შვილი დაშავდა, ­- ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა ქალაქი დაბომბეს, ვადგენთ გამოყენებული იარაღის ტიპს. 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი 31 წლის ქალიშვილი დაშავდა“, – აღნიშნა ფილაშკინმა. მისი თქმით, დონეცკის რეგიონის ის […]

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Transavia შემოდის

20 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურის ავიაკომპანია Transavia დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათსა და შაბათს) განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. „მოხარულები […]

საქართველოდან ტურისტების 44%-მა დანიშნულების ადგილად თურქეთი, 12%-მა კი რუსეთი აირჩია – PMCG

2023 წლის I-III კვარტლებში ვიზიტორთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (44%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა ევროკავშირი (15%), სომხეთი (15%) და რუსეთი (12%). როგორც PMCG კვლევითი ცენტრი საქართველოში (I-III კვ. 2023) გასვლითი ტურიზმის დინამიკის მიმოხილვაში წერს, რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2023 წლის II კვარტლიდან, რაც უკავშირდება 2023 წლის მაისში რუსეთის გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებისა და […]

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს ჩვენი სტუმარია“ – Madrid Fusión

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. „ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს Madrid Fusión-ის კონგრესს ეწვევა. საქართველო წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანაა, ტურისტული მიმართულება რომელიც მოგაჯადოებთ. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“, – აღნიშნულია კონგრესის პოსტში. საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების […]