დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დროებით 12 000-მდე აბონენტს შეუწყდება

დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დროებით 12 000-მდე აბონენტს შეუწყდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აბონენტებს 23 იანვრის 13:00 საათიდან, 24 იანვრის 12:00 საათამდე შეუწყდებათ. კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ. „გაცნობებთ, რომ დიდუბის რ-ში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 23 იანვრის 13.00 სთ-დან 24 […]
წალენჯიხაში უცნობმა პირმა უკრაინის დროშა ჩამოხსნა და დაწვა სცადა

წალენჯიხაში უცნობმა პირმა ადმინისტრაციული შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა და დაწვა სცადა – როგორც ცნობილია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა პოლიციას წინა ფაქტებზეც არავინ დაუკავებია. “ამ დღეებში ჩვენ მივიღეთ უკრაინის მერის მადლიერების წერილი, ანუ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, მერიას და მის მოსახლეობას გამოკვეთილი მხარდაჭერილი პოზიცია უკავია უკრაინის მიმართ. ამასთან, ქვეყანაში წახალისებულია მარგინალური ფსევდო-ეროვნული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიური […]
ვოლსკის შეფასებით, ეკლესიის წინააღმდეგ “ტერორიზმი” მიმდინარეობს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ეკლესიის წინააღმდეგ “ტერორიზმი” მიმდინარეობს. მისი თქმით, ტერორიზმია ეკლესიის მიმართ ხისტი განცხადებები და მათ შორის “ფიზიკური შეხება”. “ტერორიზმი მიმდინარეობს, ჩვეულებრივი, რომელსაც ძალიან ადვილად დაერქმევა სახელი იმ შემთხვევაში, თუ ბევრ რამეს გავითვალისწინებთ. ყველა მხრიდან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აი, ამ ქმედებებს, ამ განცხადებებს, ამ ხისტ განცხადებებს ეკლესიის მიმართ, თუნდაც ფიზიკურ […]
„არ უნდოდათ მშობლიური სახლის კორპუსად ქცევა“ – მერაბ სამყურაშვილი

იუმორისტი მერაბ სამყურაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „არ ვიცი ბათუმში ბევრია თუ არა ესეთი სახლი მაგრამ ამან შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა . – არ გაყიდეს სახლი სადაც მრავალ შვილიანი ოჯახი ცხოვრობს. არ უნდოდათ მშობლიური სახლის კორპუსად ქცევა “
„ეს კი, მე და თემოს უკანასკნელი ვირტუალური მიმოწერაა“ – ბესო ჩუბინიძე

22 იანვარს თემურ წიკლაურს 78 წელი შეუსრულდებოდა. მისი მეგობარი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურთან უკანასკნელი მიმოწერის „სქრინშოტს“ აქვეყნებს: „პირველ ფოტოზე მე და თემოს უკანასკნელი შეხვედრაა ცოცხლად და მისი უკანასკნელი ინტერვიუ (პოსტის ბოლოშივე ვდებ ამ გადაცემის ლინკს)
ყოველ წელს მამოწმებენ, არ არის პრობლემა | მურუსიძე ანტიკორუფციულ ბიუროზე

ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციასაც ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი “მთავართან” ამბობს, რომ ეს მისთვის ახალი არ არის და ყოველ წელს ამოწმებენ. “ყოველ წელს მამოწმებენ, ამიტომ არ არის, კი ბატონო, შეამოწმონ, თუ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მე პრობლემა არ მაქვს. […] ყოველ წელს მამოწმებენ, ამიტომ […]
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. „სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; […]
“ყველაზე ცუდი ისაა, რომ საკუთარ სახელმწიფოს ტაივანური დაფინანსების გამო უპირისპირდება” – გია ვოლსკი თინა ხიდაშელზე

“ქართული ოცნების” წევრებს არ სჯერათ, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტაივანიდან დაფინანსებას საექსპერტო მომსახურებისთვის იღებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ფაქტს “პოლიტიკური კორუფცია” უწოდა და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი დაფინანსების გამო საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება. “დეზინფორმაცია არის თავად ის, რასაც თინა ხიდაშელი ავრცელებს. მითუმეტეს, თუკი ტაივანიდან არის დაფინანსებული. მე არ გამიგია არასდროს, […]
საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის განხილვა გრძელდება – დღეს ჩვენება საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ უნდა მისცეს

რამდენიმე წუთში დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყება. დღეს ჩვენება უნდა მისცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მოაწვდის გამოძიებას ინფორმაციას. საქმეზე ბრალდებულები არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, […]
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ახალ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები. ბაღი აღიჭურვა განახლებული ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე.