100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი მაღალი ფასის გამო აბონენტების მხოლოდ 1%-ს აქვს – ეკატერინე იმედაძე

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის შესახებ “ბიზნესი რუსთავი 2-ზე” ისაუბრა. მისი განცხადებით, ComCom-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები ყურადსაღები, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებელი – საგანგაშოა. კერძოდ, ეკატერინე იმედაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა კვლევის შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მაგალითისთვის, საქართველოში ფიზიკური პირებისთვის ფიქსირებულ ინტერნეტზე არსებული მაღალი მოცულობისა და სიჩქარის შეთავაზებები – […]
ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია – კახა კალაძე ფონდ „ქართუს” შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. „ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ […]
ზელენსკი ითხოვს გეგმას რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად. ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანება გამოსცა დღეს, 22 იანვარს, როცა უკრაინა სახელმწიფო დღესასწაულს – ერთიანობის დღეს – აღნიშნავს. 105 წლის წინ, 1919 წლის 22 იანვარს, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანების აქტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მინისტრთა […]
თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

„გაზპრომ-მედიის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, თინა კანდელაკს, ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს „რუსული ენის შევიწროებაზე“ პოსტის გამო. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, წერს რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური. „სახელმწიფო ასეთ რამეს არასოდეს აპატიებს, ის ვერ ჩამოვა ყაზახეთში და თუ ჩამოვა, ვერ შემოვა“, – უთხრა ჟურნალისტებს კანდელაკთან დაკავშირებულ კითხვაზე სმადიაროვმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, […]
მირიან მირიანაშვილი – ივანიშვილი პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან შეთანხმებით დაბრუნდა, რადგან იყოს პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე და იმაზე, რომ საშინაო პოლიტიკაში არ დაირღვეს სტაბილურობა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს წინა დღეს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად „დაბრუნდა,“ ჩვენ არ გვისაუბრია და ამიტომ, გვინდა ამ თემაზე მსჯელობით დავიწყოთ საუბარი. ამ თემაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრი გამოითქვა. ზოგი თვლის, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნება“ იმას უკავშირდება, რომ […]
დიმიტრი პესკოვი – რუს დიპლომატებს დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ არ უსაუბრიათ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუს დიპლომატებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების შესახებ კონტაქტები არ ყოფილა და კრემლმა არ იცის, როგორ აპირებს ის კონფლიქტის მოგვარებას. „წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. ამ საკითხზე არანაირი კონტაქტები არ ყოფილა”, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იცის თუ არა კრემლმა, […]
ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აძლევს ჩვენებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აძლევს ჩვენებას. საქართველო საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს – ივერი მელაშვილსა […]
ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მძევლების ნათესავები მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“. „გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ – სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები. მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ […]
რომან გოცირიძე – აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა

აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების განბანვა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ლიდერების “შემოწმება” ეჭვებს ბადებს. “ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც […]
ჯაბა სამუშიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში, მის აღმატებულება აბდულლა ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება აჰმედ ალნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის კაბინეტის წარმომადგენელი მანალ ბინ სალემი, თბილისის […]