“ლობისტმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა თითქოს სკანდალური ინფორმაციით გადაეფარათ” – რა კონკრეტული დავალება მისცა როზნერმა “ნაცმოძრაობას”

ლობისტმა ჯერემი როზნერმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაავალა, მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ თითქოს სკანდალური ინფორმაციით. ამის შესახებ სტატიას kvira.ge აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონტაქტზე არიან. “კვირას” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს […]

“იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო” – რა გადაწყვიტეს მთავრობის სხდომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.” როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ […]

ტაივანიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც თინა ხიდაშელს ეკუთვნის – რას აცხადებენ პირები, რომლებიც “სამოქალაქო იდეასთან” თანამშრომლობდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და მისი ორგანიზაცია მედიასთან განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტაივანიდან ფინანსდება. ამას ადასტურებს ის დოკუმენტაცია, რომელიც თავად ხიდაშელის ორგანიზაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული. რატომ იღებს დაფინანსებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტაივანიდან და აღიარებს თუ არა ხიდაშელი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას – ეს კითხვა “კურიერმა” დღეს იმ პირებს […]

საქპატენტში “ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელებთან და ავტორ-შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა

საქპატენტში “ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელებთან და ავტორ – შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ასოციაციას აკრედიტაციის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქპატენტი მხარს დაუჭერს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას. გიორგაძის განმარტებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი რეგულაციებით დადგენილ გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანი საქმიანობის პრინციპების შესრულებას.

ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე კი ახალი საავადმყოფო აშენდება. “პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე […]

WSJ: ევროკავშირის ახალი გეგმით, კიევისთვის ათეულობით მლრდ ევროს დახმარება იქნება შესაძლებელი

ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მუშაობას დაიწყებს ახალ გეგმაზე უკრაინისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების აღმოსაჩენად მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გასული წლის ბოლოს დაბლოკა კიევის დასახმარებლად განკუთვნილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი. Wall Street Journal-ის თანახმად, ეს გეგმა ითვალისწინებს 20 მილიარდი ევროს გამოყოფას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. ეს უნდა მოხდეს ახალი ფონდის მეშვეობით, რომელიც წელიწადში 5 მილიარდი […]

“თურქების შესვლა აკრძალულია” — ახალი წესები აია სოფიაში

აია სოფიაში 19 იანვრიდან ახალი წესები მოქმედებს, ერთმანეთისგან განცალკევებულია შესასვლელები მომლოცველთათვის და ტურისტებისთვის, რომელთაც აია სოფიას დათვალიერება უნდათ. ცვლილებები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ წამოწყებული სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა. ისინი, ვინც მოსალოცად მიდიან აია-სოფიაში, სულთანაჰმეთის მოედნის იმპერიული კარიბჭიდან შევლენ. ისინი კი, ვისაც ისტორიული აია სოფიას მონახულება სურს, ტურს აჰმედ III-ის შადრევნის მოპირდაპირე მხარეს კარიდან […]

კალაძე აცხადებს, რომ „დინამოს“ შესაძენად და სამართავად საჭირო ფული არ აქვს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სანამ დედაქალაქის მერის თანამდებობას იკავებს, დიღმის საწვრთნელი ბაზა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არ დაინგრევა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა: „დინამოს […]

ვინმეს სჯერა, რომ პრემიერის მიერ დანიშნული კადრი პრემიერის კორუფციაში შესაძლო ჩართულობას ობიექტურად შეისწავლის?! | ოქრიაშვილი

გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურორი პარლამენტში დაიბარა. ამის პასუხად, ქურდებით გატენილმა „ოცნებამ“ ანტიკორუფციულ სამსახურს 300 მაღალჩინოსნის, მათ შორის პრემიერის შემოსავლების შესწავლა დაავალა – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი , კახა ოქრიაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით: “ეს ყველაფერი დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელიც სისტემური კორუფციით, […]

ბორელი: უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “უკრაინას ახლა უფრო მეტი და სწრაფი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება”. “ის ფაქტი, რომ ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენ უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ […]