სალომე ზურაბიშვილი – ხანძარი, რომელმაც სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა – მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს. „ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება […]

ჯანდაცვის მინისტრი – ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ჩვენ უპრეცედენტო პროექტი გვაქვს დაწყებული

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყებას ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით უპრეცედენტო პროექტი აქვს დაწყებული, სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელია, მედიკამენტები პაციენტებს მიაწოდოს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენა იქნება შესაძლებელი. „ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ჩვენ უპრეცედენტო პროექტი გვაქვს დაწყებული, სადაც სახელმწიფო […]

ჯოზეფ ბორელი – ისრაელის განცხადება, რომ კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არ სურს, მიუღებელია

ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „მიუღებელია [ისრაელის] განცხადება, რომ არ მსურს ასეთი გადაწყვეტა“, განუცხადა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს და დასძინა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ორი […]

რელიგიის სააგენტომ ზარზმის მონასტერს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სააგენტომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტერს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი, 15 ფუთა ტანსაცმელი და 25 ყუთი ტკბილეულობა გადასცა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (გეწაძე) მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს […]

ჯანდაცვის მინისტრი – sunshine Act ამერიკაში ათეულობით წლის წინ დაიწყო, გვინდა, ეს პრაქტიკა საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან

sunshine Act ამერიკაში ათეულობით წლის წინ დაიწყო, გვინდა, ეს პრაქტიკა საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა მთავრობა ექიმები დაავალდებულონ, ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული სარგებელი გაასაჯაროონ. მისივე თქმით, მისი სურვილია, რომ ეს პრაქტიკა 2024 წელს დაინერგოს. „თქვენ გულისხმობთ […]

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დაახლოებით მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რატი ბრეგაძის განმარტებით, ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ აღარ დაემუქრებათ დემონტაჟის საფრთხე. „მოგეხსენებათ, რომ კანონი უკვე მიღებულია და […]

თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, ვიპოვით სხვა პატიმარს და აუცილებლად შევუსახლებთ | ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ბრეგაძე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია მესამე პრეზიდენტის სამარტოო პალატაში ყოფნაზე. ბრეგაძე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, მოძებნიან სხვა პატიმარს და შეუსახლებენ როგორც ვივა მედში, ისე შემდგომში, […]

სადახლოს საბაჟოზე 42 098,76 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. უწყების თქმით, არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 42 098,76 ლარი შეადგინა. “ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 417,17 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 42 098,76 ლარი […]

ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია | ზურაბიშვილი სოხუმში ნამუშევრების განადგურებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარს. პრეზიდენტი წერს, რომ ფონდის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. “ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, […]

თინა კანდელაკმა ყაზახები მანქურთებს შეადარა – მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა თინა კანდელაკს, ქართული წარმოშობის რუსულ მედიამენეჯერს, იტყობინება „მედუზა“. ყაზახეთის საგარეო უწყებამ მიიჩნია, რომ კანდელაკმა ნეგატიურად ისაუბრა ქვეყანაზე და ამგვარად, მოხვდა იმ უცხოელთა სიაში, ვისაც ამ მიზეზით აეკრძალება ყაზახეთში შესვლა. „თუ ვინმე არ მოგწონთ, სახლში ხომ არ შემოუშვებთ. ჩვენც ასე მოვიქცევით. საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს. ნუ დაიჟინებთ, რომ ეს დღეს ან […]