პრეზიდენტი: ხანძრის შედეგად სოხუმის გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის დაწვას Twıtter-ზე განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა”. “სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – წერს […]
რელიგიათა საბჭო: ვენდობით და დადებითად ვაფასებთ მინდიაშვილის მოღვაწეობას

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტოლერანტობის ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საბჭო ენდობა და დადებითად აფასებს მინდიაშვილის მოღვაწეობას. 18 რელიგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათი ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ხელმძღვანელობს ტოლერანტობის ცენტრს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმით და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით. “ჩვენ […]
მოქალაქეებს მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა, 653 181 ლარს დაეუფლა და მიიმალა | ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურის განცხადებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. უწყება ამბობს, რომ ის შპს “კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019-ის” დამფუძნებელია. უწყების ცნობით, ბრალდებული 653 181 ლარს დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით. “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 […]
“იქნებ დაასახელოს ვინ იყო შესული?” | ბრეგაძე უკრაინელ პატიმარზე, რომლის თქმითაც, პუტინის არმიაში მსახურობის სანაცვლოდ, გათავისუფლებას დაპირდნენ

რაზე უნდა დავიწყოთ გამოძიება?…თქვენ შეიძლება რომანტიული წარმოდგენებიც გქონდეთ ციხეზე, მაგრამ ასე არ არის – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტს უკრაინელი პატიმრის წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ინფრმაცია ტყუილია და ვერც გამოძიების საჭიროებას ხედავს: “იქნებ დაასახელოს ვინ იყო შესული? პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ტყუილი. საკმაოდ ხშირია ესეთი ტყუილები, სხვათა შორის, […]
“5 ლარის მწვანილი აქვს ქალს, ლუკმა პურს ძლივს ვჭამთ” | ინსპექციამ გარემოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა

დიღმის მასივში გარემოვაჭრეებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. ხმაური იყო მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს გარემოვაჭრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. “ნახეთ ძმაო, ჩემი დედაა. დედას მიკლავენ ეს ნაგვები. 5 ლარის მწვანილი აქვს ქალს, ქუჩაში დგას, ამას რომ რამეს წაართმევენ… ვის უნდა მისცენ რამე? უსახლკარო ხალხია, უსახლკარო ხალხი ვართ, ქირიდან ქირამდე ვცხოვრობთ, ლუკმა პურს […]
“სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს სოხუმის ეროვნულ გალერეაში ხანძრის შედეგად განადგურებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. “ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის […]
დონალდ ტუსკი – პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ – უკრაინელებო, თქვენ მარტო არ ხართ!

პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს. „პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევ“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის […]
რატი ბრეგაძე – თუ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ – სხვა პატიმარს ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში, საკანშიც

თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს 3 ათასი ვიზიტორი ჰყავდა არასრულ 2 წელიწად ნახევარში. „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოს ის არის […]
გია ცაგარეიშვილი – ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – რა მერე, ამიხსენით რაშია აქ სენსაცია!

შავი პიარი და ფულით ნაყიდი ბინძური ლობიზმის შედეგია აგორებული კამპანია იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობასა და ხელისუფლებაში ისეთი კორუმპირებულები არიან, რომ მათ ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს – ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – რა მერე… ამიხსენით რაშია აქ სენსაცია! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა. ცაგარეიშვილის აზრით, “ბედოვლათმა ოპოზიციამ” […]
გია ცაგარეიშვილი – თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ბიძინა ივანიშვილით იწყება და მთავრდება – მეგობრებო, ასე გააგრძელეთ! ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

30 დეკემბრიდან 22 იანვრამდე, თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ბიძინა ივანიშვილით იწყება და მთავრდება – მეგობრებო, ასე გააგრძელეთ! ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა. ცაგარეიშვილის თქმით, ივანიშვილი ოპოზიციის დამარცხების ფორმულაა, რასაც ყველა 2012 წლიდან კარგად ხედავს. „ეს ადამიანები ცხრა […]