ინდოეთის პრემიერმა დანგრეული მეჩეთის ადგილზე აგებული ინდუისტური ტაძარი გახსნა

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქალაქ აიოდჰიაში ინდუიზმის ღვთაება რამას სახელზე აშენებული ტაძრის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. ტაძრის ადგილმდებარეობა საკამათო საკითხია, ვინაიდან მის ადგილზე მე-16 საუკუნის ბაბრის მეჩეთი მდებარეობდა, რომელიც 1992 წელს ინდუისტებმა დაანგრიეს. მომხდარს ქვეყანაში არეულობები მოჰყვა, რასაც თითქმის 2 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ტაძრის გახსნის ცერემონიას ათასობით მიწვეული სტუმარი, მათ შორის კრიკეტის მოთამაშეები და ცნობილი […]
„რესპუბლიკურის ადგილას სახელმწიფო კლინიკას ავაშენებთ, რომელიც 500 საწოლზე იქნება გათვლილი“ – ჯანდაცვის მინისტრი

„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალ, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკას ავაშენებთ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. „ჩვენ, 2020 წლიდან აქტიურად დავიწყეთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, 2024 წლის ბოლომდე კი სამედიცინო […]
Guardian: ბრიტანეთის ფოტომასალა სავარაუდოდ, ადასტურებს რუსეთისთვის ჩრდილოკორეული იარაღის მიწოდებას

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ექსპერტებს გაუგზავნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტომასალა, რომელიც შესაძლოა, ადასტურებდეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით. 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ჩრდილოეთ კორეის პორტ ნაჯინში მყოფი სამი რუსული გემი: „მაია“, „ანგარა“ და „მარია“, რომლებსაც კონტეინერებით ტვირთავენ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გასაგზავნად. […]
რატომ აქვს ბენ აფლეკს ჯენიფერ ლოპესის გვერდით მუდმივად დაღლილი და უბედური სახე – მომღერალი საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, ინსაიდერებს კი თავიანთი ვარაუდი აქვთ – Marao

რატომ აქვს ბენ აფლეკს ჯენიფერ ლოპესის გვერდით მუდმივად დაღლილი და უბედური სახე – მომღერალი საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, ინსაიდერებს კი თავიანთი ვარაუდი აქვთ – Marao ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2022 წელს, 20-წლიანი განშორების შემდეგ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ და იქორწინეს. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი სიყვარულის ისტორიაც ბევრისთვის შთამაგონებელია. ადამიანებმა კიდევ […]
„თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც“ – ბრეგაძე სააკაშვილზე

„თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ბრეგაძე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია მესამე პრეზიდენტის სამარტოო პალატაში ყოფნაზე. ბრეგაძე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, მოძებნიან სხვა პატიმარს და შეუსახლებენ როგორც ვივა მედში, ისე შემდგომში, […]
„პოლიცია რის პოლიციაა თუ ყველაფერი უკუღმა არ გააკეთა და ყველაფერი არ ჩაგაშხამა“ – რა შეემთხვა მაკა რაზმაძეს

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე: „მოკლედ, პოლიცია რის პოლიციაა თუ ყველაფერი უკუღმა არ გააკეთა და ყველაფერი არ ჩაგაშხამა. რაც ეს მანქანა მყავს არც ერთი ჯარიმა არ მქონია,სულ ფრთხილად ვარ და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის როგორ ვუფრთხილდები რომ არ დავჯარიმდე. გუშინ დაბადების დღის ლაივი რომ მქონდა ალბათ შემთხვევით ოდნავ სადღაც გადავაცილე საბურავი ხაზს და დღეს პირველი საჩუქარი მომივიდა-ჯარიმა […]
პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარია – აზარაშვილი ახალი კლინიკის მშენებლობაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შემდეგ, ახალი კლინიკის აშენების, აღჭურვისა და რემონტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი იქნება. “პროექტის ბიუჯეტი – აღჭურვა, აშენება, რემონტის ჩათვლით იქნება დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ამ თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი არსებული სახსრებით, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში დონორები მზად არიან ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში, […]
ირანში დააკავეს ჯარისკაცი, რომელსაც თავის ყაზარმაში 5 ჯარისკაცის მკვლელობა ედება ბრალად

ირანში დააკავეს ჯარისკაცი, რომელსაც თავის ყაზარმაში ცეცხლის გახსნა და 5 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. სამხედრო ბაზის მეთაურის, ამირ ღოლამალიანის, თქმით, ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა და სხვა დასახლებაში დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმააციით, დაკავებისას ბრალდებულს ორი “კალაშნიკოვის” ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 180 ტყვიის შემცველი 6 სავაზნე კოლოფი ჰქონდა, რომლებიც ჩამოართვეს. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით […]
თავისუფლების ინსტიტუტი: სტალინისტური აღლუმი საქართველოში ვერ გაივლის

თავისუფლების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცია გმობს “მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სიძულვილის კამპანიას”. განცხადებაში წერია, რომ მინდიაშვილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების აღმართვა გააკრიტიკა. “თავისუფლების ინსტიტუტი მკაცრად გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სიძულვილის კამპანიას. […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია – გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა – ზურაბ აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამ განაპირობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კლინიკის შენობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. „ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის […]