იუსტიციის მინისტრი – პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება კანონპროექტი და მისი მიღების შემდეგ მოსახლეობას უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას

პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება კანონპროექტი და მისი მიღების შემდეგ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. „ინიციატივაზე მუშაობა არის დასრულებული, პარლამენტს წარედგინება უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე და მას შემდეგ რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას […]
ვახტანგ ცინცაძე – მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის” შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს

მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის” 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით . აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, „საწარმოთა გამოკვლევა” ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნეს […]
დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება, დროებით, 12 000-მდე აბონენტს შეუწყდება

დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება, დროებით, 12 000-მდე აბონენტს შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 23 იანვრის 13.00 საათიდან 24 იანვრის 12:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება სპირიდონ კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს ,,კედიას 10”-ს, შპს ,,GD GROUP”-ს და ,,ალისფერ აფრებს” საცხოვრებელი კორპუსების, […]
კანზასელ წყვილს ნათესავის გვამის 6 წლით დამალვა და მისი პენსიის მითვისება ედება ბრალად

აშშ-ში, კანზასის შტატში წყვილს გარდაცვლილი ნათესავის გვამის 6 წლის განმავლობაში სახლში დამალვისა და მისი სახელით 215 ათას დოლარზე მეტი ოდენობის პენსიის თაღლითურად მითვისებისთვის ბრალი წარედგინა. ოფიციალური პირების თქმით, მაიკ კეროლი 2016 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ოვერლენდ პარკის პოლიციამ მისი გვამი მხოლოდ 2022 წელს, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც კაცის სიძემ, კირკ რიტერმა მისი გარდაცვალების […]
რელიგიათა საბჭო მინდიაშვილზე: ნდობას ვუცხადებთ და მის მოღვაწეობას დადებითად ვაფასებთ

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბექა მინდიაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. საბჭო ბექა მინდიაშვილს ნდობას უცხადებს და მის მოღვაწეობას დადებითად აფასებს. მათი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ცენზურა დაუშვებელია. “ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების რთულ გზაზე დგას და ამ თვალსაზრისით, მტკივნეულ პროცესებსაც გადის. შესაბამისად, ჩვენ, რელიგიური გაერთიანებები, 2005 წლიდან მოყოლებული, […]
აზარაშვილი: 100-დან 150-მდე სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ რეზიდენტურის ხარჯები

მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებაც გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს ეხება, ზოგადად, სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციის და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან, იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა. ამ სასწავლებლებში წარმატებული სტუდენტების შერჩევა და ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 100-დან 150 სტუდენტამდე ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ საზღვარგარეთ გაშვებას, […]
დიდუბის რაიონის 12 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სულ მცირე 23 საათით შეუწყდება

დიდუბის რაიონის 12 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სულ მცირე 23 საათით შეუწყდება. თბილისი ენერჯი მიზეზად გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება 23 იანვრის 13.00 საათიდან 24 იანვრის 12:00 საათამდე შეწყდება. აღდგენა კი, 24 იანვრის 12.00 საათიდან დაიწყება და 22.00 საათამდე დასრულდება. შეზღუდვა შეეხება: სპირიდონ კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს კედიას 10-ს, შპს […]
პრემიერის თქმით, იგეგმება „რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟი და ახალი კლინიკის მშენებლობა

22 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ შორის იყო ყოფილი “რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობის საკითხი (მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“). პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე […]
“ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის” – სალომე ზურაბიშვილი აფხაზ ხელოვანთა “ოქროს ფონდის” დაწვაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშების განადგურებას. სალომე ზურაბიშვილის თანახმად, მომხდარი არის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფის შედეგი. “ხანძარი, რომელმაც გაანადგურა ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა, ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ვწუხვარ იმის გამო, რაც წარმოადგენს პირდაპირ შედეგს […]
რატი ბრეგაძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე – საიდან გაიშიფრა, რომ „მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო? მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები

საუბარი იყო, თითქოს [„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“] დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც რა თქმა უნდა, სწორი არაა – მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები, ნახსენები იყო „მისტერ C“ და ალბათ, გარკვეული ფსევდონიმი ჰქონდა, არ ვიცი, საიდან გაიშიფრა, რომ „მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი […]