რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ჯანდაცვის სამინისტრო დაახლოებით 650 თანამშრომლის კომპენსაციას გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო დაახლოებით, 650 თანამშრომლის კომპენსაციას გეგმავს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპენსაცია შეეხება, როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს. “მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ილია ღუდუშაური და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. შეხვედრა კლინიკის თანმაშრომლების უმეტეს ნაწილთან მოხდა, სადაც მთავრობის განკარგულება […]

გურჯაანში 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. „მას […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. […]

ბექა ფერაძე – შრომის ინსპექცია ჩართული იქნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია, ჩართული იქნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული და სრულად იყოს უზრუნველყოფილი პერსონალის კომპენსაცია. ფერაძის თქმით, საუბარია 4-თვიან, 1-წლიან და რიგ შემთხვევაში 3-წლიან კომპენსაციაზე, რაც სოლიდურ თანხებთან იქნება დაკავშირებული. „რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, როგორც თქვენთვის ცნობილია, შრომის კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული პროცედურები, რაც […]

პროკურატურა – ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ […]

“უპრეცედენტოა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მედპერსონალს” – მთავრობა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟს და ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს

მთავრობა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟს და ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თანამშრომლებს კომპენსაციებს და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობენ. გეგმების შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გაიმართა შეხვედრა პერსონალთან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ესაუბრნენ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ შრომის ინსპექცია, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, მაქსიმალურად იქნება ჩართული, […]

ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა, შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს – გია ცაგარეიშვილი

რა კავშირშია მსოფლიო ბანკის კვლევა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა?! – “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ათი დღის წინანდელი ახალი ამბავი მსოფლიო ბანკის პოზიტიური შედეგების გადასაფარად შემოინახა. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ვინაიდან ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება ცნობილი იყო, რომ ამერიკელი პიარ კონსულტანტის, ჯერემი როზნერის მითითებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” […]

“ვინმეს ბრალეულობას ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი” – გარეჯის საქმეზე ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს ამ დრომდე ჩვენებას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმის ფარგლებში იკითხება. ის 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ 2020 წელს აზერბაიჯანს აჩვენეს 200 000-იანი რუკა, სადაც საქართველოს სასარგებლოდ იყო ხაზი გავლებული. ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა მოადგილეს კითხვებს დაცვის მხარე უსვამს. მანამდე კი […]

ჯანდაცვის სამინისტრომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს” პერსონალს კომპენსაციები შესთავაზა

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მთავრობის სხდომაზე შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე განკარგულება მიიღეს. შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა. „თანამშრომლების მხრიდან განკარგულების მოსმენა […]

გაეროს წარმომადგენლები მოსკოვს გამოჰკითხავენ უკრაინელი ბავშვების ბედზე

22 იანვარს გაეროს შეხვედრაზე მოსკოვს მოსთხოვენ ახსნას, რა ბედი ეწია ათასობით უკრაინელ ბავშვს, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გაგზავნეს რუსეთში. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც 18 დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, რეგულარული განხილვის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს რუსეთის მონაცემებზე. კითხვების ნაწილი მოსკოვს 2023 წლის პირველ ნახევარში გაუგზავნეს. კომიტეტს სურს დაადგინოს, რამდენი […]