ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 67 წლის პედაგოგი ემსხვერპლა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა, სადაც მალევე გარდაიცვალა. “დაშავებული ქალი, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში მალევე გარდაიცვალა”, – აღნიშნეს კლინიკაში.

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის [კმ36-კმ60] თეთრიწყლები-ვერონის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა. უწყება აცხადებს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის. გზების დეპარტამენტის ცნობითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიო ბანკის კვლევა: ქართული ბიზნესი უმთავრეს გამოწვევად პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს

“ქართული ბიზნეს გარემოს შემზღუდავ ფაქტორებს შორის პოლიტიკურ არასტაბილურობას კომპანიების დიდი ნაწილი – 28% ასახელებს”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის 2023 წლის საწარმოთა კვლევაში. პოლიტიკური არასტაბილურობა გამოკითხული 592 კომპანიის მიერ, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე საწარმოებისთვის, მოწინავე გამოწვევებს შორისაა.მსხვილი კომპანიების (100+ დასაქმებული) შემთხვევაში 39%, საშუალოს (20-99 თანამშრომელი) შემთხვევაში 26%, მცირე (5-19) საწარმოებიდან კი 29% ასახელებს პოლიტიკურ […]

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დილამდე შეიზღუდება

თბილისი მერიის ცნობით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა […]

“უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია” | ზელენსკი

“უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრეზიდენტი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს რიგი ქვეყნების განცხადებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში პოტენციურ ესკალაციასთან დაკავშირებით. “უკრაინა NATO-ში არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის […]

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს ჩვენებას. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. დარსალია, რომელიც საზღვრის დამდგენ კომისიას 2020 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დოკუმენტები აზერბაიჯანული მხარეს გადასცეს და ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას მისი შესწავლა დაწყებული აქვს. კარტოგრაფები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ […]

რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს გაზის ტერმინალში მომხდარ ხანძარში

კრემლი უკრაინას სდებს ბრალს აფეთქებაში, რომელიც 21 იანვარს მოხდა გათხიერებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალში, ბალტიის რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში. უკრაინა “დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ხალხზეც ახორციელებს”, – ასე უპასუხა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას კითხვა დაუსვეს ხანძარზე, რომლის გამოც ესტონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ამ ტერმინალში ზოგიერთი ოპერაცია შეწყდა. რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის, Novatak-ის მართვაში მყოფ ტერმინალზე […]

ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამოსავალს ხედავს პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაში

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი 22 იანვარს გამოვიდა პოზიციით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტიდან გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს არსებობა და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსება. მან ისრაელს უთხრა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია “მხოლოდ სამხედრო გზით”. ბორელი ამ განცხადებებით ისრაელის და პალესტინელების წამყვან დიპლომატებთან შეხვედრამდე გამოვიდა ბრიუსელში. ბორელმა გაიმეორა მანამდე გაეროს მიერ გამოთქმული კრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს “მიუღებელი” […]

რამდენად სურთ ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოსა და სხვა კანდიდატების მიღება

2023 წლის ბოლოს ევროკავშირმა გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა – ზოგისთვის აჩქარებული, ზოგისთვის უპრეცედენტო, ზოგისთვის მოსალოდნელი. ევროპულმა საბჭომ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინისთვის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის. ამასთან, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა საქართველოსაც. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს გადაწყვეტილება კავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებდა და ლიდერებმა მათ ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, ევროკავშირის მოქალაქეების აზრი ამგვარად ერთსულოვანი […]

მამაკაცი, რომელმაც Red Bull-ს ცნობილი სლოგანის გამო „რედ ბული აფრთიანებს“ უჩივლა, $13 მლნ-ს მიიღებს

ენერგეტიკული სასმელების პოპულარული კომპანია Red Bull დათანხმდა 13 მილიონი დოლარის გადახდას კლასობრივი საჩივრის საპასუხოდ. სარჩელი კომპანიის ცნობილ სლოგანს „Red Bull Gives You Wings“ – „რედ ბული აფრთიანებს“ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული სასმლის მოხმარებით ფრთების გამოსხმა არარეალურია, მოსარჩელე ბენჯამინ კრაზერსმა ეს საკითხი სერიოზულად მიიღო. იგი ამტკიცებდა, რომ Red Bull-ის პრეტენზია მაღალი ენერგეტიკული სარგებლის მიწოდების შესახებ, […]