“Kobe Gakuin University”-ში თეიმურაზ ლეჟავას მოწვეული პროფესორის, ხოლო დავით გოგინაშვილს მოწვეული ასოცირებული პროფესორის წოდება მიენაიჭათ

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, საელჩოს თანამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან ერთად ქალაქ კობეში არსებულ “Kobe Gakuin University”-ში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა. ლექცია ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გადაიცემოდა. საერთო ჯამში, მსმენელთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიას, კულტურას, იაპონიასთან ორმხრივ ურთიერთობებს და ზოგადად იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობას. რის შემდეგაც სტუდენტებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის ინტერაქტიური კითხვა-პასუხი […]
ეკვადორის პოლიციამ 68 ბანდიტი დააკავა, რომლებიც საავადმყოფოში შეიჭრნენ

ეკვადორის უსაფრთხოების ძალებმა 68 ბანდიტი დააკავა, რომლებიც გუაიასის პროვინციაში საავადმყოფოში შეიჭრნენ. პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალებმა იმ შენობის აღება სცადეს, რომელშიც მათი ბანდის ერთ-ერთ წევრს მკურნალობა უტარდებოდა, რათა მოწინააღმდეგეების შესაძლო თავდასხმებისგან დაეცვათ. აღნიშნული პაციენტი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობებით მივიდა და, როგორც უახლესი ინფორმაციით ირკვევა, დაზიანებებისგან გარდაიცვალა. ამ პიროვნების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ასევე უცნობია, თუ რომელმა ბანდამ […]
კახეთში, 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე გოგოს ბიძას ბრალდება წარედგინა

კახეთში 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს, გოგონას ბიძას, მამიდის ქმარს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის […]
“ორჯერ მეტ ონკოლოგიურ მედიკამენტს შევიძენთ, ვიდრე ამას წინა წლების განმავლობაში შევძლებდით” – ჯანდაცვის მინისტრი მწარმოებლებთან მოლაპარაკებების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე მესამე მწარმოებელთანაც მიღწეულია შეთანხმება. მისივე თქმით, შედეგად, სახელმწიფო, სულ მცირე, ორჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შეძლებს იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რასაც წინა წლებში ხარჯავდა. “ჩვენ შესაბამისი დისტრიბუციის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა უშუალოდ მწარმოებლებთან, უკვე მესამე მწარმოებელთან თითქმის ბოლომდე ამოვწურეთ მოლაპარაკებების […]
მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებული პარლამენტთაშორისი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპელ კოლეგებს ბრიუსელში სიტყვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის ურბანულ პოლიტიკას ეხება. მსჯელობის საგანია, როგორ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები, რათა ქალაქები სწორად განვითარდეს. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში მოდერნიზაციისკენ გადაიდგა ნაბიჯები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება გადასალახი, რათა ქვეყანა თანამედროვე მოთხოვნებთან იყოს […]
მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” სიით კენჭი ვიყარე არჩევნებში, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დაიწყო ზეწოლა და ცილისმწამებლური კამპანია – ისკო დასენი

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, სადაც მისი და მისი ოჯახის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2016 წელს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” სიით ვიყარე კენჭი არჩევნებში და საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდი. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, ცილისმწამებლური კამპანიები, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მიერ ე.წ. ,”ფეიკსიუჟეტების” მომზადება, […]
ახლა ჯერემი როზნერთან “ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი ურთიერთობა არ აქვს – თინა ბოკუჩავა

ენმ-ში გამოეხმაურნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. თინა ბოკუჩავას შეფასებით, ახლა ჯერემი როზნერს და “ნაციონალურ მოძრაობას” კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, საქმიანი ურთიერთობა წარსულში იყო. “ჯერემი როზნერის სახელი არაფერ მსგავსს არ უკავშირდება, ამიტომ, მასთან ურთიერთობა რომც იყოს, ამაში ვერანაირ […]
“ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე: საქართველოს ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა. GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და “ევროპაბეთის” მხარდაჭერით გაიმართება. თავიდან […]
კაცს, რომელმაც 13 წლის ნათესავი გოგო გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელმაც 13 წლის გოგო გააუპატიურა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უწყება მოითხოვს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატუმრიბა შეეფარდოს. ცნობილია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი გოგონას ბიძაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაცი ნათესავებმა დაჭრეს, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა, […]
კაცი მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 653 181 ლარი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც 653 181 ლარი თაღლითობით მიითვისა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, დააფუძნა შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“. შემდეგ, ინტერნეტში განათავსა განცხადებები ავტომანქანების ჩამოყვანის შესახებ. მსურველებთან გააფორმა […]