პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კახეთში 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე 40 წლამდე კაცს ბრალდება წარუდგინა, თავად ბრალდებული კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ პროკურორმა ბრალდება, მამაკაცის ადვოკატს გააცნო. გამოძიება კაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ […]
EU-მ სუდანის ომში ჩართულ 6 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

ევროპულმა საბჭომ სუდანის ომში ჩართულ 6 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი “სუდანის სტაბილურობისა და პოლიტიკური ცვლილების ძირგამომთხრელ აქტივობებზე” არიან პასუხისმგებელნი. სუდანში ომი, რომელშიც ერთმანეთს რეგულარული არმია (SAF) და გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) უპირისპირდებიან, გასული წლის აპრილიდან მიმდინარეობს. EU-ს მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა SAF-ისთვის იარაღისა და მანქანების მწარმოებელი ორი კომპანია, Defense […]
“ხის ნაჭერი ჩაარტყა” – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. “სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. […]
დონეცკში იერიშების დროს 27 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა

რუსეთის მიერ კონტროლირებულ, უკრაინულ ქალაქ დონეცკზე მიტანილი იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის პრორუსი წარმომადგენელი დენის პუშილინი ამბობს, რომ იერიშები დონეცკზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. მისი თქმით, უკრაინელებმა დაბომბეს ბაზრის ტერიტორია, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. პუშილინის გადაწყვეტილებით, დონეცკის […]
ისრაელის ძალები ხან იუნისს უტევენ – მომხდარს, ღაზაში, წლის ყველაზე სისხლიან შეტაკებას უწოდებენ

ისრაელის ძალები ღაზაში, დასავლეთ ხან იუნისს უტევენ. ღაზის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მიმდინარე წლის ყველაზე სისხლიანი შეტაკებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ხან იუნისში ერთი საავადმყოფო აიღეს, ხოლო მეორეს ალყა შემოარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინელი ოფიციალური პირები ავრცელებენ. ჯარები პირველად ალ-მავასის რაიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, ხან იუნისის დასავლეთით შევიდნენ. ხან იუნისი სამხრეთ ღაზის მთავარი ქალაქია. […]
უკრაინის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა საწვავის ტერმინალის მუშაობა შეაჩერა

კვირას რუსულმა ენერგო კომპანია „ნოვატეკმა“ განაცხადა, რომ იძულებული იყო ბალტიის ზღვაზე არსებული საწვავის საექსპორტო დიდი ტერმინალის ზოგიერთი ოპერაცია შეეჩერებინა ხანძრის გამო, რომლის შესახებაც უკრაინული მედიაში იუწყებოდნენ, რომ ის დრონით თავდასხმის შედეგად გაჩნდა. სანქტ-პეტერბურგიდან, დაახლოებით, 170 კილომეტრით დაშორებულ, ფინეთის ყურეში მდებარე უსტ-ლუგას გიგანტურ კომპლექსს, ნავთობის და გაზის პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად იყენებენ. კომპლექსში, გაზის სტაბილურ კონდენსატს […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტრო სხვაგან დასაქმებას ან კომპენსაციას სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა […]
ოზურგეთში ავარიას 70 წლამდე პედაგოგი ემსხვერპლა

ავარაია ოზურგეთში – შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. გავრცებეული ინფორმაციით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი სკოლიდან სახლში მიმავალ ხანდაზმულ პედაგოგს დაეჯახა. “გურია ტვ”-ის ცნობით, დაშავებული ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო ვერ მოხერხდა. როგორც მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც არის […]
გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გომბორის უღელტეხილის ნაწილზე გადაადგილება აიკრძალა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტი ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე | პროკურატურის განცხადება

საქართელოს პროკურატურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2023 წლის 23 აპრილს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს. იხილეთ განცხადება სრულად: “ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების […]