იტალიური ფეხბურთის სიმახინჯე. მსხვერპლი დასჯილი გამოდის – ძილიანი კვარაცხელიაზე

“ნაპოლის” გარმარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მორიგ მატჩში “ლაციოსთან” დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ჟურნალისტი პაოლო ძილიანი კი მიიჩნევს, რომ “კვარა” იტალიის ჩემპიონატის მახინჯი სახის მსხვერპლია და ამით მათი ფეხბურთი ზარალდება. ძილიანმა განაცხადა,, რომ ქართველის დასჯა იტალიური ფეხბურთის ნეგატიურ სახეს წარმოადგენს, რამეთუ ის ფეხბურთის სილამაზეა, მსაჯებისგან დაცული უნდა იყოს და პირიქით ხდება. ძილიანმა იტალიურ მედიაში აღნიშნა, […]

სად არის საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე?

„ხუთი ან მეტი წლის წინ, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს ყველა მოწინავედ მიიჩნევდა, უკრაინა კი იმავე პოზიციაში არ იყო. ახლა ეს შეიცვალა, მოწინავე პოზიციაზე უკრაინაა, საქართველო მას ჩამორჩება“, – ამბობს ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი.

რუსული ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში და ნატოს სამიტზე რისკები და მოლოდინები საქართველოსთვის

თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზამ საქართველოს შეიძლება შეუქმნას. ვაშინგტონის ანლიტიკური წრეებში კი მსჯელობენ, რა უნდა იყოს ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში და სად დგას საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ტრამპის წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს განახლდება

სასამართლოზე, რომელიც დღეს განახლდება, არის შანსი, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩვენება ღია პროცესზე პირველად მისცეს. საქმე მწერალი და ჟურნალისტი ქალის, ი. ჯინ კეროლის ბრალდებას ეხება. მტკიცებულებებს ცხრა ადამიანისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი ისმენს და ბრალდების მართებულობაზე საკუთარ დასკვნას მოგვიანებით წარადგენს. ბრალდების მიხედვით, კეროლის ცილისწამებას ადგილი 2019 წლის ივნისში ჰქონდა, როცა ტრამპმა 1990-იან წლებში, […]

„ჰამასის“ მძევლების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების ნათესავები, იერუსალიმში, ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ. ღაზაში დატყვევებულების ნათესავთა ჯგუფი, კანონმდებლებისგან მოითხოვს მათი გათავისუფლებისთვის მეტი გააკეთონ. გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ჰამასმა“, 253 ადამიანი დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა. 130 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შეჭრილთაგან ერთ ქალს, ხელში ოჯახის […]

კომპენსაცია, ალტერნატიული კლინიკა – რას სთავაზობს სამინისტრო რესპუბლიკურის თანამშრომლებს

ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი “უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით და ღირსეული კომპენსაციით”. დღეს, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟი მოხდება, მის ბაზაზე კი, ახალი მრავალპროფილური კლინიკა მოეწყობა. · პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარია – აზარაშვილი ახალი კლინიკის მშენებლობაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: […]

გიორგი მშვენიერაძე – ლაშა დარსალიამ დაადასტურა ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაცვის მხარე ვუთითებდით – მოწმემ ვერ დაასახელა ვერცერთი შემთხვევა, რომ ივერი მელაშვილი ყოფილიყო რაიმე სახის მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ინტერესი იყო დაზიანებული

ლაშა დარსალია შეიძლება კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯალილ აბას ჯილანის მოწვევით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, 2024 წლის 29 იანვარს პაკისტანს ეწვევა“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო უწყების განცხადებაში. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფოს ელჩები თავიანთ თანამდებობებზე 26 […]

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში − აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, […]

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის – თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა

2024 წლის 17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის ტრადიციული, საზეიმო ღონისძიება – „თეთრი ხალათების ცერემონია” გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. აუდიტორიას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან პირველსემესტრელებს […]