“ვრჩებით უმუშევრები, დღეს გავიგეთ, პროტესტს გავაგრძელებთ” – “რესპუბლიკურის” თანამშრომლები

“ვრჩებით უმუშევრები, არცერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას”, – ამ განცხადებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი “პირველებთან” აკეთებს და ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დღეს მედიიდან გაიგეს. საავადმყოფოს თანამშრომლები დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის წინაშე დააყენა, როცა მთავრობის სხდომიდან გაიგეს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელისუფლება დაანგრევს. ასე არ დავტოვებთ. 30 წელია აქ ვმუშაობ, დღეს გავიგე, ჭორაობით იყო სიტუაციები. არაფრის დიდებით […]
,, წერეთელზე რატომ გადაფსიხდა ჩენი მერი?” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,რა მაინტერესებს იცით? რატომ გახდა აუცილებელი მაინცადამაინც წერეთლის გამზირის ჩაბრება დროზე, როცა სხვა არცერთი პროექტი არ ჩააბრებულა თავის ვადაში? წერეთელზე რატომ გადაფსიხდა ჩენი მერი? გადაცილებულიყო ერთი ათი დღით და კარგად გაკეთებულიყო? ვინ მოსდევდა ამფერი? 🤓
ოზურგეთში ავტომობილი პედაგოგს დაეჯახა – 70 წლის ქალი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში – აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი 70 წლის ქალს, ლია კუტუბიძეს მაშინ დაეჯახა, როდესაც იგი გზის გადაკვეთას ცდილობდა. პედაგოგი საავადმყოფოში მოთავსებიდან მალევე გარდაიცვალა. “პირველების” ინფორმაციით, ავტომობილს 35 წლის ახალგაზრდა მართავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
“დარსალიამ დაადასტურა ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაცვის მხარე ვუთითებდით” | მშვენიერაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

“დარსალიამ დაადასტურა ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაცვის მხარე ვუთითებდით” | მშვენიერაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე “ლაშა დარსალია შეიძლება კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა” – ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, […]
ე.წ. დავით გარეჯის საქმის პროკურორი – ივერი მელაშვილმა დოკუმენტაცია დამალა – როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია მისთვის უცნობი იყო

საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ. პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა. „რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება გამოიყოს […]
ჯანდაცვის სამინისტრო – რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. უწყების ინფორმაციით, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები – დოქტორანტი თეიმურაზ საღინაძე და ბაკალავრები გიორგი შვანგირაძე, ლუკა მოდებაძე, გიორგი ჯოჯუა და თორნიკე თოდრაძე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების სტუდენტურ პროექტს ხელმძღვანელობას უწევენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი თამაზ ხმელიძე და […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს ქრისტეს 41 ნომერი მაისური ჩააცვას

„ქართული ოცნება“ ცდილობს ქრისტეს 41 ნომერი მაისური ჩააცვას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლებისთვის ბოლოს თავშესაფარი რელიგიური და პატრიოტული თემატიკით სპეკულაციაა. „მიზანმიმართულად არ ავყვები ზიზღისა და დამცირების რიტორიკაში. ქრისტიანობა საქართველოში 2 000 წელია. გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანობა სამმა მოციქულმა იქადაგა და ახლა, […]
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. „სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის […]
თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.