დონალდ ტუსკი – ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს

დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. „ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის […]

აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას, მის დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას, მის აღმასრულებელ დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. „ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ“, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა. აშშ-მა […]

Bloomberg – შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას თურქეთის პარლამენტი ხვალ განიხილავს

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადება სამშაბათს თურქეთის პარლამენტის დღის წესრიგში დადგება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ის ცნობით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების განხილვის შემდეგ თურქეთის პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება. გასულ თვეში, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ თურქეთი და უნგრეთი ნატო-ს უკანასკნელ წევრებად რჩებიან, რომლებსაც შვედეთის ალიანსის წევრობის წინადადების […]

მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვის მცდელობა პიარკონსულტანტის ძველი მეთოდებით – ვისზე მუშაობს ოპოზიციიდან ჯერემი როზნერი და როგორია მმართველი გუნდის შეფასება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს. გია ცაგარეიშვილის თქმით, ოპონენტების ნაწილი მსოფლიო ბანკის იმ კვლევის შედეგების გადაფარვას ცდილობს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით – ათეულშია. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პოზიტიური შედეგის გადაფარვას დღეს დილიდან ისტერიულად ცდილობდნენ და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე, რომელიც 300-მდე თანამდებობის […]

ცრუ განგაში ბომბის არსებობის შესახებ, რომელშიც გეიმერი მოზარდები აღმოჩნდნენ ჩართული – სუს-მა შურისძიების მიზნით დაგზავნილი შეტყობინებების სქემა გაშიფრა

ბათუმი და თბილისი – ბოლო ორი დღეა, ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ცრუ განგაშია. ბომბის არსებობის შესახებ ზარი ერთმანეთის მიყოლებით შევიდა საჯარო სკოლაში, ხუთ სავაჭრო ცენტრსა და ბათუმის აეროპორტში. ანონიმურმა სატელეფონო ზარმა ყველგან მუშაობის პარალიზება გამოიწვია, რასაცა ხალხის ევაკუაცია მოჰყვა, თუმცა ბომბი ვირტუალური აღმოჩნდა, ისევე, როგორც ქსელურ თამაშებში ჩართული პირების ომი. გეიმერების დაპირისპირების ინტერნეტიდან რეალურ სივრცეში გადანაცვლების […]

ტაივანიდან დაფინანსებული ქართული ორგანიზაცია – თინა ხიდაშელის თანამშრომლობა ტაივანურ ფონდებთან და უპასუხო კითხვები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტაივანთან თანამშრომლობს – თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” ხელმძღვანელობს, კომპანიისთვის დაფინანსებას ტაივანური ფონდისგან იღებს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობისგან ფინანსდება. ინფორმაცია ღია წყაროებითაც დასტურდება. “ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის” ის ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც გლობალურ დემოკრატიულ პროცესებში ტაივანის მონაწილეობის გაფართოებაა და ამისთვის სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობს. “სამოქალაქო იდეის” კიდევ […]

საქართველო საერთაშორისო რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე – ქვეყანა მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13-ე ადგილზე გავიდა

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, მექრთამეობის შემცირების ტემპს განსაზღვრავს. ქვეყანა, შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში მე-13-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ, მსოფლიოს მასშტაბით, გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მონაცემებით ირკვევა, რომ სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას, მოსყიდვისგან თავისუფლებით საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 600-მდე კომპანიის […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება – რა ბედი ელის მომსახურე პერსონალს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე კლინიკის მშენებლობის განკარგულებას მთავრობამ ხელი დღეს მოაწერა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვითარება რთულია და შენობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება აშენდება და არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, […]

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. რიგით 74-ე ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა ბრიუნო დიუმონის, ჰონ სან-სუს, ოლივიე ასაიასისა და სხვა რეჟისორების ახალი ნამუშევრები. წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ოსკაროსანი მსახიობი ლუპიტა ნიონგოა. კინოფესტივალის საპატიო ჯილდო ამერიკელ რეჟისორს, მარტინ სკორსეზეს გადაეცემა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი პროგრამა კი ასე გამოიყურება: მთავარი პროგრამა Small Things Like These, რეჟ. ტიმ […]

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-იდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის […]