კორუფციის ეჭვი და ქონებრივი დეკლარაციები | 300 თანამდებობის პირის ქონებას ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის

“ქართული ოცნების” მორიგი ფარსი. ანტიკორუფციული ბიურო საჯარო მოხლეების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას იწყებს. სია 300-კაციანია და მასში უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეები, პარტიული ლიდერები და მოსამართლეები შედიან. ამ პროექტის გაცხადებული მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და პარალელურად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ პროექტი ჩასავარდნად არის განწირული. კორუფციის მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ ანტიკორუფციული ბიურო, რომლის უფროსიც სულ […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ანგრევენ | დასაქმებულების ბედი გაურკვეველია, ოპონენტები კი სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ

აღსრულება დაწყებულია – რესპუბლიკური საავადმყოფო ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ძალიან მალე მისი დემონტაჟი დაიწყება. ხელისუფლება პირობას დებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დასახლებას აუცილებლად ექნება თავისი სამედიცინო ცენტრი, თუმცა ოპონენტები სავარუდო კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობენ. არსებობს მოლოდინი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე ახალი დასახლება აშენდება და პროექტს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენები განახორციელებენ. ავტორი: ზურა პეტროსიანი
ჯანდაცვის შეთავაზება რესპუბლიკურის თანამშრომლებს | მინისტრის მოადგილე კლინიკაში დასაქმებულებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღუდუშაურმა სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებისა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ […]
ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ | მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად

უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრები ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს, როგორ უნდა დაეხმარონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას. პარალელურად კიევში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პოლონეთის პრემიერი, რომელმაც ასევე დაუდასტურა ზელენსკის, რომ პოლონეთი მის გვერდით არის. ოფიციალური კიევი ზელენსკისა და ორბანის შესაძლო შეხვედრაზეც ალაპარაკდა. ეს იქნება მთავარი […]
პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში ლეხ კაჩინსკის საქმის შეტანაზე უარი თქვა

პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ლეხ კაჩინსკის დაღუპვის საქმის შეტანაზე ოფიციალური უარი თქვა. “საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ შეიტანოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ლეხ კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებით არსებული საჩივარი, რომელიც 2023 წლის 10 ოქტომბერს, იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ, ავიაკატასტროფის გამომძიებელი კომისიის თავმჯდომარემ ანტონ მარევიჩმა და ადვოკატმა ბენ ემერსონმა შეადგინეს”. – […]
იანვარში რუსეთმა აზერბაიჯანისგან 3,3 მლნ კვერცხი შეიძინა

22 იანვრის მდგომარეობით, რუსეთში აზერბაიჯანიდან 3,3 მილიონი კვერცხია იმპორტირებული. 21 იანვარს რუსეთმა აზერბაიჯანიდან 18 ტონა (306 ათასი ცალი) საკვები კვერცხების მორიგი პარტია მიიღო. ტვირთის დროებით შესანახ საწყობებში ჩასვლისთანავე ჩატარდა სინჯების აღება საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. Rosselkhoznadzor-ის ინფორმაციით, 19 იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან რუსეთში 3 მილიონი კვერცხი შევიდა, თურქეთიდან კი 1,2 მილიონი.
მოსკოვი კიევს ოკუპირებულ დონეცკზე ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს – ომის 698-ე დღე უკრაინაში

რუსეთ-უკრაინის ომის 698-ე დღე – დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ საჰაერო განგაშს პირველი აფეთქებები მალევე მოჰყვა. საოკუპაციო ძალამ ქალაქი კრამატორსკი დაბომბა. საცხოვრებელ ზონაზე მიტანილ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 2 სამოქალაქო პირი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. აგრესორი ქვეყნის ძალოვანი უწყება – დუმილს ამჯობინებს. რუსულ რაკეტებს მშვიდობიანი ქალაქების თავზე კიევმა ოკუპირებულ ქალაქებში მასშტაბური […]
დონალდ ტრამპს და ნიკი ჰეილის კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოშორდათ – ფლორიდის შტატის გუბერნატორმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

აშშ-ის საპრეზიდენტო ნომინაციის გზაზე, დონალდ ტრამპს და ნიკი ჰეილის კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოშორდათ. რონ დესანტისმა საარჩევნო მარათონი, ნიუ-ჰემფშირის პრაიმერის დაწყებამდე 2 დღით ადრე შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ფლორიდის გუბერნატორმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ გამარჯვებისკენ გზას ვერ ხედავს. დესანტისის მხარდაჭერას აღტაცებით შეხვდა დონალდ ტრამპი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ცინიკურად საუბრობდა მასზე და ნიკი […]
“ღვთის გულისათვის, წადი” – ისრაელის ყოფილი პრემიერი ნეთანიაჰუს

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი ისრაელის მოქმედ ლიდერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია ისრაელში. თუ ნეთანიაჰუ ძალაუფლებას ჩაებღაუჭება, ისრაელი “ღაზის ჭაობში ჩაიძირება და წლობით ვერ დააღწევს მას თავს”, აღნიშნა ეჰუდ ბარაკმა, რომელიც არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს. ისრაელის ყოფილი პრემიერის შეფასებით კონფლიქტი […]
ქეთევან დედოფლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. უწყების ცნობით, შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. მერია ავტომობილების მოძრაობის ალტერნატიულ მარშრუტებს აქვეყნებს: “სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, […]