Bloomberg: EU მზადაა მიიღოს მკაცრი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ, თუ ის გააგრძელებს უკრაინის დახმარების დაბლოკვას

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უნგრეთთან მკაცრი დაპირისპირებისთვის, თუ პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გააგრძელებს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას ევროკავშირის სამიტზე მომავალ კვირას. ორშაბათს უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა ბლოკის წინადადებას უკრაინისთვის ახალი ფონდის შექმნის შესახებ, კრიტიკული სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო საიმედო გზით. მანამდე ორბანმა დახმარების პაეკტი დაბლოკა დეკემბერში გამართულ სამიტზე. წყაროები ამბობენ, […]
ეკვადორში რეკორდული რაოდენობის – 22 ტონა კოკაინი ამოიღეს

ეკვადორში, სამხედრო ოპერაციის შედეგად, რეკორდული რაოდენობის – 22 ტონა კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკების ამოღება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 2-კვირიანი “შიდა შეიარაღებული კონფლიქტის” შემდეგ მოხდა. ეკვადორის არმიის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 733 ამანათზე იყო განაწილებული, სავარაუდოდ, აზიაში, ევროპასა და ამერიკაში ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი. ოპერაცია 6-თვიანი დაგეგმვისა და მეთვალყურეობის შემდეგ განხორციელდა.
მინდიაშვილი: “ხალხის მტრების” გამოვლენის ეს კონვეირი ერთობლივად უნდა გავაჩეროთ

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გითხრათ ყველას ტოლერანტობის ცენტრის და ჩემი უწყვეტი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, – თუ ძვირფას მეგობრებს, თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს, აქაურ “ფრენდებს”, თუ ჩემთვის უცნობ ადამიანებს! დიდი მადლობა მათ, ვისთანაც თეოლოგიურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე ხშირად და მწვავედ მიკამათია, ზოგიერთი გამინაწყენებია კიდეც, მაგრამ ახლა მათი მხარდაჭერა უპირობო იყო. დიდი მადლობა მათ, ვისაც, შესაძლოა, ჩემი მხარდაჭერა […]
სტიქია ყირგიზეთში – 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

სტიქია ყირგიზეთში – 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სინძიანის საზღვარზე მოხდა. დაინგრა სახლები, არიან დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სახლები დატოვა. მიწისძვრას 40-მდე თანმდევი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები უზბეკეთსა და ყაზახეთშიც იგრძნობოდა.
„ხალხის ძალა“ – ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს. ანუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ნატო-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგველაპარაკებიან, თუ ვიომებთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში მაგისტრალურ ქსელზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს

ხვალ, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე „ჯივიპი“ ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 24 იანვრის დილის 11:00 […]
ღაზაში, აფეთქების შედეგად, 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლნენ, რომლის დროსაც ორი შენობა ჩამოინგრა. აფეთქება, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც შენობას, სადაც ნაღმები იყო განთავსებული, სარაკეტო ყუმბარა ესროლეს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის […]
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსული ბომბდამშენებიდან დღეს დილით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, რის გამოც, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების გამო სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებაში. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა.
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა. მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცოლის მკვლელობის გამო, 32-წლიანი მიმალვის შემდეგ, 60 წლის კაცი აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება

60 წლის ხოსე ლაზარო კრუზი 1991 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი ექსტრადირება კოსტა რიკიდან შეძლეს. როგორც CNN-ი წერს, კრუზმა 1991 წლის 30 აპრილს, მეუღლე – 24 წლის ანა ხურადო დაჭრა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით, 3 შვილის დედა მალევე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ, კაცმა აშშ-ის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა და, სამი ათწლეულის განმავლობაში, თავს სალვადორს აფარებდა. […]