СPT-ის რეკომენდაციების ნაწილი მყისიერად მოგვარდა – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, СPT-ის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა. „იყო გარკვეული ტიპის რეკომენდაციები. მაგალითად, საუბარი იყო დაბურულ შუშაზე. ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს და 12 აპრილს ესეც ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეს პრობლემა იყო აღმოფხვრილი და კომიტეტი ამას მიესალმებოდა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, გაცემული იყო რეკომენდაცია, რომ […]

ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 21 საათით შეუწყდება

ხვალ, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 21 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟს ასახელებს. ტექნიკური სამუშაოები 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყება, სწორედ ამ დროიდან 25 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება 60-ზე მეტ ქუჩას. ნაძალადევის რაიონი: გურამიშვილის გამზირის N1- N 27 (კენტები), N 2- N 30 (ლუწები), ც. […]

ხალხის ძალა: ყველაფერს ვიზამთ, 2008 წლის დანაშაულები გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა აგონ პასუხი

ხალხის ძალა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილის დეპუტატები მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავითარებენ და ამტკიცებენ, რომ დასავლეთში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე აქტიურად მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ უკრაინა ომშია ჩაბმული. ხალხის ძალის მიხედვით, საჭიროა გამოძიების ჩატარება, 2008 წელს, პრეზიდენტი სააკაშვილიც რუსეთთან ომით დასავლელი ლიდერების “დაკვეთას” ხომ არ ასრულებდა. “ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორს, მაიკლ […]

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებებია

რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო უკრაინაში საჰაერო განგაში გრძელდება. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში ავტომობილები იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ სოლომენსკის რაიონშიც. კლიჩკომ კიეველებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო […]

4 ქალაქში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. კანონის ამოქმედებიდან დღემდე, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3243 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – […]

ცათამბჯენები გმირთა მოედანზე, ყველაზე მაღალი შენობა თბილისში და სასტუმროების ჰაბი – 2023 წელს დაანონსებული მსხვილი დეველოპერული პროექტები

2023 წელი სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. დეველოპერული სექტორის გამოწვევების მიუხედავად, გასულ წელს არაერთი მსხვილი პროექტი დაანონსდა, რომლის განხორციელება და დასრულება უახლოეს წლებში იგეგმება. „კომერსანტი“ გთავაზობთ მსხვილ დეველოპერულ პროექტს, რომელიც გასულ წელს თბილისში დაანონსდა: „ორი ცათამბჯენი გმირთა მოედანზე“ – ეს 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დეველოპერული პროექტია. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და […]

2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე, საქართველოს 4 დიდ ქალაქში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3243 […]

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში “ჰუსიტების” 8 სამიზნეზე მიიტანეს იერიში | პენტაგონი

აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში “ჰუსიტების” სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ. პენტაგონის განცხადებით, მათ იერიში 8 სამიზნეზე მიიტანეს. მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე. როგორც ქვეყნები აცხადებენ, დარტყმები ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა. “ჩვენი მიზანი რჩება დაძაბულობის დეესკალაცია და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე […]

საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე | აფეთქებების ხმა ისმის კიევში

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა. ცოტა ხნის წინ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხეა, ხოლო მურმანსკის და კალუგის რეგიონების აეროდრომებიდან აფრინდა Tu-22M3 რაკეტმზიდები. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სვიატოშინსკის რაიონში მანქანები დაიწვა. […]