СPT-ის რეკომენდაციების ნაწილი მყისიერად მოგვარდა – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, СPT-ის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა.
„იყო გარკვეული ტიპის რეკომენდაციები. მაგალითად, საუბარი იყო დაბურულ შუშაზე. ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს და 12 აპრილს ესეც ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეს პრობლემა იყო აღმოფხვრილი და კომიტეტი ამას მიესალმებოდა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, გაცემული იყო რეკომენდაცია, რომ პატიმრებს ჰქონოდათ პრეტენზიების გამოხატვის საშუალება, რის საფუძველზეც “ვივამედში“ ე.წ. საჩივრის ყუთები განთავსდა.
“ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აქვს განსხვავებული პირობები სხვა პატიმრებთან მიმართებით იმიტომ, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ტელევიზორი. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი დისკრიმინაციის. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღეში, რაც ჩვენ პირველადი შედეგები მივიღეთ, აპრილში, დავკიდეთ ყველა უსაფრთხოების ზომის გათვალისწინებით ტელევიზორები სხვა მსჯავრდებულების პალატებში. საუბარი იყო იმაზე, რომ კლინიკაში მსჯავრდებულებს სჭირდებოდათ მეტი ავეჯი – ეს რეკომენდაციაც მყისიერად იყო შესრულებული. ამის შესახებაც წერია დასკვნაში და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო